ძალოვანი ტრანსფორმატორები და ქვესადგურები

ყურადღება! საიტი ენერგო იყიდება. დმატებით ინფორმაცია atg@atg.ge ან ტელ: 551119988

პატივცემულო კლიენტებო, თუ თქვენ გაინტერესებთ სატრანსფორმატორო მოწყობილობები ან ქვესადგურები, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი, რომლის ატვირთვა შეგიძლიათ აქ ჩვენი საიტიდან და გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით ჩვენს მისამართზე, დამზადების ვადებისა და ფასის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უმოკლეს ვადებში.

კომპანია "ООО "ЗАПОРОЖЭНЕРГОКОМПЛЕКТ" გთავაზობთ ნებისმიერი სახის უმაღლესი ხარისხის ძალურ და ოპტიკურ კაბელს, კსო კამერებს, ძალური ტრანსფორმატორების, კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურების, დენის ტრანსფორმატორებს, მანაწილებელი სადგურების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქარხნებიდან გარანტიით. ასევე გთავაზობთ საზომ, სატესტო და საკონტროლო ელექტროტექნიკურ ხელსაწყოებს. ვიღებთ შეკვეთებს ინდივიდუალურ და არასტანდარტულ, მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროტექნიკაზე.

კატალოგი

ტრანსფორმატორები

მინსკის ვ.ი. კოზლოვის სახ. ელექტროტექნიკური ქარხანა (მეტქ, მინსკი)

ТМГ ტიპის ტრანსფორმატორების წარმოებაში, ისევე როგორც ტრანსფორმატორების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი ფირმების ტრანსფორმატორებში, გამოყენებულია რიგი ტექნიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც ზრდის მათ საიმედოობას და ამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს.

ტრანსფორმატორები მზადდება ჰერმეტიულ შესრულებაში ზეთის სრულად შევსებით, გამფართოვებლისა და ჰაერის ან აირის ბალიშის გარეშე.

ზეთის კონტაქტი საერთოდ არ არის გარემოსთან, რაც გამორიცხავს ზეთის დატენიანებას, დამჟავებასა და შლამწარმოქმნას.

ჩასხმის წინ ხდება ზეთის დეგაზაცია, ბაკში მისი ჩასხმა წარმოებს სპეციალურ ვაკუუმჩასასხმელ კამერაში ღრმა ვაკუუმის პირობებში, რაც უზრუნველყოფს ზეთიდან მასში გახსნილი ჰაერის მოცილებასა და იზოლაციიდან ჰაერის ჩანართების მოცილებას, რაც იძლევა შესაძლებლობას ზეთის დამჟავების თავიდან აცილებისა და უზრუნველყოფს ტრანსფორმატორის იზოლაციის ელექტრონულ გამძლეობას.

ზეთი მინსკის ვ.ი. კოზლოვის სახ. ელექტროტექნიკური ქარხნის ТМГ ტიპის ტრანსფორმატორებში (სხვა მწარმოებლების ТМ, ТМЗ, ТМГ ტიპის ტრანსფორმატორებისგან განსხვავებით, რომლებშიც არ ხდება ზეთის დეგაზაცია) პრაქტიკულად არ იცვლის თავის თვისებებს ტრანსფორმატორის მუშაობის მთელი ვადის განმავლობაში. გამორიცხულია ТМГ ტიპის ტრანსფორმატორის ზეთის გამოცდების ჩატარების აუცილებლობა როგორც მისი შენახვისას და ექსპლუატაციაში შეყვანისას, ასევე ექსპლუატაციის პროცესში.

→ პროდუქციის სრული სია


კენტაუს ელექტროტექნიკური ქარხანა (კენტაუ, ყაზახეთი)

სს „კენტაუს ტრანსფორმატორების ქარხანა“ აწარმოებს თანამედროვე ელექტროტექნიკურ მოწყობილობებს, რომელიც გამოიშვება გერმანიისა და იტალიის დასავლური ფირმების მაღალტექნოლოგიებზე. სს „კტქ“ არის სამამულო ელექტროტექნიკური მოწყობილობის წარმოების ლიდერი, მას აქვს 50-წლიანი მუშაობის გამოცდილება ამ სფეროში. ბოლო ათეული წლის განმავლობაში ქარხანას ათვისებული აქვს დიდი რაოდენობით ახალი პროდუქცია: ტრანსფორმატორები სხმული იზოლაციით, მშრალი ტრანსფორმატორები იზოლაციით „ნომექსი“, დენის სხმული ტრანსფორმატორები, ზეთის ტრანსფორმატორები გოფრირებული კედლით. მთელი პროდუქცია სერთიფიცირებულია რუსეთის სახსტანდარტის მიერ და აქვს შესაბამისობის სერტიფიკატები. ხარისხის მართვის სისტემა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს ISO 9001-2000. ჩვენ უზრუნველვყობთ ჩვენი ნაწარმის ხარისხს, საიმედოობასა და ხანგამძლეობას.

→ პროდუქციის სრული სია


ალტაის ტრანსფორმატორების ქარხანა (ალტტრანსი, ბარნაული)

საწარმოს ისტორია დაიწყო 50–ანი წლებიდან და განვლილი წლების განმავლობაში ქარხანამ შეძლო თავისი საწარმოო–ტექნიკური პოტენციალის გამაგრება, საპროექტო–საკონსტრუქტორო ბაზის განვითარება, კვალიფიცირებული პერსონალის შენარჩუნება და ამჟამად მტკიცედ ზრდის ელექტრომოწყობილობების მიწოდების მოცულობას. გთავაზობთ ინფორმაციას პროდუქციის შესახებ, რომლის ხარისხი დამტკიცებულია მისი მრავალწლიანი ექსპლუატაციით სამამულო და საზღვარგარეთის ენერგოსისტემებში. ამჟამად ქარხანა უშვებს:

ზოგადსამრეწველო დანიშნულების ძალურ ტრანსფორმატორებს;

მიზნობრივი დანიშნულების სპეციალურ ტრანსფორმატორებს;

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება წარმოების პროცესში ელექტროტექნიკური პროდუქციის ბაზარზე წარმატებული კონკურენციის საშუალებას იძლევა. დამზადების პროცესში გამოიყენება სპეციალიზირებული დამამუშავებელი მოწყობილობა, თერმოვაკუუმური დანადგარები. ნაწარმის შეღებვა ხორციელდება ფხვნილოვანი პოლარიზაციის მეთოდით ხაზზე “Larius”(იტალია). ქარხანა აგრძელებს თავისი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, მიმდინარეობს ნაწარმის ახალი ტიპოშესრულებების შემუშავებები, ფართოვდება ელექტრომოწყობილობის ათვისებული სერიების ნომენკლატურა და სიმძლავრეების დიაპაზონი.

→ პროდუქციის სრული სია


ბირობიჯანის ძალური ტრანსფორმატორების ქარხანა (ბირძტქ, ბირობიჯანი)

სს „ელექტროტექნიკური კომპანია „ბირობიჯანის ძალური ტრანსფორმატორების ქარხანა“ შორეული აღმოსავლეთის ერთერთი უმსხვილესი და რუსეთში და დსთ–ს ქვეყნებში ელექტროტექნიკური მოწყობილობის ერთერთი წამყვანი მწარმოებელია. კომპანია 65 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს ელექტროტექნიკური მოწყობილობის ბაზარზე და აწვდის თავის პროდუქციას რუსეთისა და ახლო საზღვარგარეთის 60-ზე მეტ რეგიონს. საწარმო უშვებს დაახლოებით 40 ტიპის ძალურ ტრანსფორმატორს და 45 ტიპის კომპლექტურ ტრანსფორმატორულ ქვესადგურს. ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციის 80%-ს აქვს რუსეთის სახსტანდარტის სერტიფიკაციის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატი. დღეისათვის ქარხნის პროდუქცია გამოიყენება ენერგოსისტემებში, ელექტროსადგურებზე, სამრეწველო ობიექტებისა და ელექტროდანადგარების ელექტროკვების სისტემებში, მრეწველობის სხვადასხვა სფეროებში, ტრანსპორტზე, სოფლის მეურნეობაში, მიეწოდება ბევრ მომხმარებელს რუსეთში და საზღვარგარეთ.

შეკვეთების მოცულობების მუდმივი ზრდა განპირობებულია პროდუქციის მაღალი კონკურენტუნარიანობით, რომელიც მიიღწევა წარმოების მაღალი ტექნოლოგიურობით და წარმოებული პროდუქციის ხარისხისადმი მუდამ მაღალი მოთხოვნებით, ჩატარებული სამუშაოებით ქარხანაში ხარისხის სისტემის ГОСТ Р ИСО 9001-2001 დასანერგად, წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობების, თანამედროვე იმპორტული და სამამულო მოწყობილობის ეტაპობრივად ათვისების შედეგად.

→ პროდუქციის სრული სია


ახალი ამბები

10.06.2012
სიახლენი კაბელის შესახებ
11.04.2012
FLIR-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია ATG გთავაზობთ ინფრაწითელ კამერებს და ელექტრომომარაგების სისტემების, შენობებისა და ნაგებობების თერმოგრაფიულ აუდიტს.
16.02.2012
FLIR-ის ახალი სერია i7
09.01.2012
კომპაქტური თბოვიზორები Flir-გან E სერია.
07.01.2012
სამფაზიანი დიზელ გენერატორები
26.12.2011
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სრულად ამოქმედდა კომპანია ATG–ს ახალი საიტი.
07.12.2011
ელექტრული რკალის და გვირგვინოვანი განმუხტვების აღმოჩენის სისტემა
01.12.2011
სრულად შეივსო დენის ტრანსფორმატორების განყოფილება.
06.10.2011
თბოვიზორი FLIR i3 - ახალი თბოვიზორი უნიკალურ ფასად.
16.09.2011
კომპაქტური თბოვიზორები Flir i სერია.