კომპანიის შესახებ

ჩვენმა გუნდმა დაიწყო საქმიანობა 1995 წლიდან. დასაწყისში ჩვენ ვახორციელებდით საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:

  • ენერგეტიკის ობიექტების კომპლექტაცია;
  • დენის საზომი ტრანსფორმატორები;
  • სამთომომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • ფარიანი, ციფრული და ანალოგური საზომი ხელსაწყოები;
  • ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორები;
  • ძაბვის სტაბილიზატორები და უწყვეტი ელექტროკვების წყაროები;
  • თბოვიზორები და პირომეტრები;

2001 წლის ივლისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიის რებრენდინგის ჩტარებისა და ბრენდის იდეოლოგიის მთლიანად შეცვლის შესახებ. კომპანიის ძირითადი პროფილი გახდა 0,4-10-35 კვ ძაბვის კლასის ელექტროტექნიკური მოწყობილობის მიწოდება. სწორად შერჩეულმა რებრენდინგმა გაიყვანა ჩვენი კომპანია განვითარების ახალ დონეზე, შსაძლებლობა მისცა კომპანიას მიეპყრო ახალი პარტნიორების ყურადღება და გაეზარდა არსებული პარტნიორების ლოიალობა.

დღეისათვის ელექტროტექნიკური კომპანია "UPK" მყარად და თავდაჯერებულად ახორციელებს თავისი ბრენდის განვითარებასთან და საქართველოსა და დსთ–ს ქვეყნების ელექტროტექნიკურ ბაზარზე დამკვიდრებასთან დაკავშირებული სტრატეგიული გეგმების რეალიზაციას.

მწარმოებლებზე პირდაპირი გასვლა და მათთან მუშობა შესაძლებელობას გვაძლევს ხარისხიანად, ოპერატიულად და ოპტიმალურ ფასებში შევასრულოთ ჩვენი პარტნიორების ნებისმიერი შეკვეთა.

გარდა ამისა ჩვენ ვთავაზობთ ფასდაკლებების მოქნილ სისტემას. ვახორციელებთ წარმოებული მოწყობილობის მიწოდებას დამკვეთის ობიექტებამდე საკუთარი ავტოტრანსპორტით. დამმონტაჟებელი და გამშვებ–გასამართი ორგანიზაციებისთვის - თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები! კომპანია "UPK"-ს შესახებ მეტად მოკლე, მაგრამ შინაარსიანი თხრობის ბოლოს, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, ვურჩიოთ დაინტერესებულ პირებს, ნუ დაიწყებენ სტრიქონებს შორის დამალული აზრის ძებნას. სჯობს ნებისმიერი შესაძლოპ ხერხით დაგვისვან წარმოქმნილი შეკითხვები. ვმუშაობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ცოტა მის საზღვრებს გარეთაც. გსურთ ჩვენთან ერთად იმუშაოთ? მოხარული ვიქნებით თქვენთან ურთიერთობით.

ჩვენი კომპანია წარმოადგენს ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან საქართველოში ელექტროტექნიკური მოწყობილობების მომწოდებელს, რომლებიც განკუთვნილია ენერგოდაზოგვებისათვის და ენერგეტიკული ეფექტურობის ამაღლებისათვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ესპანეთისა და ჩეხეთის, ასევე რუსეთისა და ბელორუსიის წამყვან ფირმებთან.

ჩვენი საიტები

upk.zp.ua