ტრანსფორმატორი ТМЗ-400

ტრანსფორმატორი ТМЗ-400

ტრანსფორმატორი ТМЗ-400 ძალური სამფაზიანი ზეთის, სიმძლავრით 400 კვა 10 კვ-მდე ძაბვის კლასის, დამწევი, ზეთით ბუნებრივი გაცივებით, გრაგნილების განშტოებების გადრთვით აღზნების გარეშე, აზოტის ბალიშით, ირთვება 50ჰც ცვალებადი დენის ქსელში, განკუთვნილია ტრანსფორმატორებისკომპლექტური ქვესადგურებისთვის, რომლებიც მზადდება სახალხო მეურნეობის საჭიროებისთვის.

ტრანსფორმატორი ТМЗ-400 მზადდება სახსტანდარტის 16555 შესამაბამისად

ტრანსფორმატორი ТМЗ-400 განკუთვნილია ექსპლუატაციისთვის ზომიერი ჰავის პირობებში:

  • არააფეთქებასაფრთხიან გარემოში, რომელიც არ შეიცავს დენგამტარ მტვერს;
  • გარემოში, რომელიც არ შეიცავს დენგამტარ მტვერს;
  • როდესაც დაყენების სიმაღლე - ზღვის დონიდან არაუმეტეს 1000 მ.

ტრანსფორმატორი ТМЗ-400 არ არის განკუთვნილი რყევის, ვიბრაციის, დარტყმების, აფეთქებასაფრთხიან და ქიმიურად აქტიური გარემოს პირობებში. მუშაობის რეჟიმი - ხანგრძლივი. გარემოს ჰაერის ტემპერატურა - 45°С до + 40°С ძაბვის რეგულირების სახე და დიაპაზონი - ВН. განშტოებების გადართვა აღზნების გარეშე (ПБв) - ±2 х 2,5 %

ტრანსფორმატორის ტექნიკური მახასიათებლები

დასახელება გრაგნილების ნომინალური ძაბვები, კვ გრაგნილების შეერთების სქემა და ჯგუფი დანაკარგები ვტ. უქმე სვლის დენი, % მოკლე ჩართვის ძაბვა, %
ВН НН უქმე სვლის მოკლე ჩართვის
ТМЗ-400
6, 10
0,4
У/Ун-0, Д/У-11
820
5500
1,0
4,5

 

ТМЗ-400-ს გაბარიტული ზომები

დასახელება გაბარიტული ზომები, მმ მასა, კგ
სიგრძე, L სიგანე, B სრული სიმაღლე, Н სრული
ТМЗ-400
2000
1400
1860
2100

ტრანსფორმატორების კონსტრუქცია

ტრანსფორმატორების ავზები შენადუღი, მართკუთხა ფორმის. გაცივების ზედაპირის გასაზრდელად გამოიყენება რადიატორები. ტრანსფორმატორის აწევა აწყობილ მდგომარეობაში ხორციელდება ავზის ზედა ჩარჩოს ქვეშ მოთავსებული კაკვების მეშვეობით. ქვემოთ მოთავსებულია საცობი ზეთის ჩასაშვებად, ონკანი (საცობი) ზეთის ჩასასხმელად, საცობი ზეთის სინჯის ასაღებად, დამიწების ჭანჭიკი. ავზის კედლის ზედა ნაწილზე ყენდება ბრტყელი ზეთმაჩვენებელი ზეთის კონტროლისთვის, საცობი აზოტის გაღვივებისთვის, შტუცერი მონოვაკუუმმეტრის მისაერთებლად. ზეთმაჩვენებელზე დატანილია სამი საკონტროლო ნიშანი, რომლებიც შეესაბამება ზეთის დონეს გამორთულ ტრანსფორმატორში სხვადასხვა ტემპერატურაზე: -45˚С, +15˚С, +40˚С, აგრეთვე საკონტროლო ხაზი, რომელიც შეესაბამება ზეთის დონეს ჰერმეტიზაციის ტემპერატურაზე. აზოტის ბალიში იცავს ზეთს დამჟავებისგან და ახდენს ზეთის მოცულობის ტემპერატურული რყევების კომპენსირებას. ავზში ზეთის ზედა ფენების ტემპერატურის გასაზომად ყენდება თერმომეტრიული სიგნალიზატორი. შიდა წნევის კონტროლისთვის ყენდება მონოვაკუუმმეტრი. დაცვისათვის ყენდება დამცავი სარქველი, რომელიც ამოქმედდება, როდესაც წნევა ავზში მიაღწევს 0,75 ატმ. აქტიური ნაწილი შედგება ცივნაგლინი ელექტროტექნიკური ფოლადისგან დამზადებული მაგნიტური წრედისგან, გრაგნილებისგან და მაღალვოლტიანი გადამრთველისგან.

მაგნიტური წრედის დამზადების განსაკუთრებული ფორმა ე.წ. «STEP-LAP» შეერთების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა ხმაურის დაბალი დონით და უქმე სვლის დაბალი დანაკარგებით. ტრანსფორმატორების გრაგნილები ალუმინისა და სპილენძის მავთულებისგან 250 კვ-მდე და მეტი, გრაგნილები НН კილიტისგან. გრაგნილების დახვევისას საიზოლაციო მასალად გამოიყენება ქაღალდი მარკის ДРР, რომელიც საშრობში მზა გრაგნილების გაშრობის შემდეგ ძალიან მჭიდროდ ეკვრის გამოყენებულ გამტარს, რითაც ზრდის გრაგნილის მდგრადობას ელექტროდინამიური ძალისხმევების მიმართ, რომლებიც წარმოიქმნება მოკლე ჩართვის შემდეგ. გარე დაყენების შემყვანები ВН და НН მოსახსნელია, იზოლატორები გამავალი ფაიფურის. შმყვანები НН შსრულებულია ბრტყელი გამავალი სპილენძის სალტეებისგან, მოსახსნელი. თუ შეყვანის დენი არის 1000ა. და მეტი, დენგამტარი ღეროს ზედა ნაწილში მაგრდება სპეციალური კონტაქტური ჩამჭერი ნიჩბით, რომელიც უზრუნველყოფს ბრტყელი სალტის მიერთებას.

ტრანსფორმატორის ნახაზი

პარამეტრები
ზომა (Ш*Г*В) 2 000*1 400*1 860
წონა 2 100
არტიკული ТМЗ-400
ტიპი ზეთის
მწარმოებელი ყაზახეთი

← უკან