ელექტროტექნიკური ხელსაწყოები


თბოვიზორი Flir P640

თბოვიზორი FLIR P640 – პირველი პროფესიული ინფრაწითელი კამერა გადაწყვეტის უნარით 640X480 პიქსელი

კომპანია FLIR წარმოგიდგენთ პირველ პორტატიულ ინფრაწითელ (იწ) კამერას არაგაგრილებადი მიკრობოლომეტრით. წარმოდგენილი ინფრაწითლი კამერა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას გადაწყვეტის უნარით 640X480 პიქსელი.

თბოვიზორი Flir i3

თბოვიზორული კამერა FLIR i3 - განკუთვნილია შენობების და ელექტროობასთან დაკავშირებული გაზომვების ენერგოაუდიტთან. გარდა ამისა, მოცემული მოდელის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ჩაატაროთ საკუთარი ბინის ან ქალაქგარეთ სახლის თბოვიზორული დიაგნოსტიკა სითბოს გაპარვის (სითბოს დანაკაგის) დასადგენად. თქვენ აგრეთვე ადვილად შეძლებთ პლასტიკური ფანჯრების დაყენების და საბურულე სამუშაოების ხარისხის გაკონტროლებას. თბოვიზორი i3 - საუკეთესო და საიმედო დამხმარეა მეურნეობაში.

ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორი AR 6

AR6 არის საუკეთესო ხელსაწყო ელექტროენერგიის ქსელის ხარვეზების ვიზუალიზაციისა და ანალიზისათვის, მიუხედავად იმისა ქსელი სამ-ფაზიანია, თუ ერთ-ფაზიანი. ელექტროენერგიის ხარისხის პორტატიულ ანალიზატორს შეუძლია ერთდროულად გაზომოს გაპარული დენი (საწყისი დენი), სიმძლავრის ხარისხი და დააფიქსიროს გარდამავალი დენი.

ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორი AR 5
ელექტროენერგიის ხარისხის AR.5/AR.5L სერიების პორტატიული ანალიზატორები განკუთვნილია ცვლადი დენის ერთფაზიან, სამ– და ოთხსადენიან სამფაზიან ქსელებში ელექტროენერგიის ხარისხიანი და რაოდენობრივი გაზომვისათვის.
კაბელების იდენტიფიკაციის სისტემა KSG 100

KSG 100 კაბელების იდენტიფიკაციის სისტემა წარმოადგენს რთულ ხელსაწყოს კაბელების კონაში ან ნახვევში ცალძარღვა ან მრავალძარღვა კაბელების იდენტიფიკაციისთვის (ამოცნობისთვის). უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და მომხმარებელზე ორიენტირებული პროგრამული საშუალებები უზრუნველყოფენ უნიკალურ უპირატესობებს ხელსაწყოსთვის KSG 100. მოცემული ხელსაწყო მარტივად გამოიყენება.

ზეთის გამოსაცდელი დანადგარები OTS 60/80/100AF

ელექტროსაზომი ხელსაწყოები 60AF/2, 80AF/2, 100AF/2, VCM100. Megger–ის ზეთის შესამოწმებელი ავტომატიზირებული ხელსაწყოების სერია განკუთვნილია მთლიანად ავტომატიზირებული ტესტირებისთვის და გააჩნია რიგი უპირატესობა. ხელსაწყოს კონსტრუქცია საშუალებას აძლევს ოპერატორს ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოამზადოს ჭურჭელი ზეთისთვის, შეავსოს ის ზეთის სინჯით, მოათავსოს კამერაში და დაიწყოს ტესტირების პროცესი.

KF875, KF-UNI და KF-LAB

KF-LAB აწარმოებს მინარევების ანალიზს ფარდობითი სიმკვრივით 0.6-დან 1.4-მდე, მაგრამ გარდა ამისა მას გააჩნია საიზოლაციო ზეთის ტესტირების ოპტიმიზირებული ფუნქცია, ფარდობითი სიმკვრივით 0.875. ეს იმის მანიშნებელია, რომ წინამდებარე მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ნივთიერებებში წყლის მინარევების რაოდენობის განსასაზღვრად.

ტენშემცველობის საზომი Aquameter KFM 3000
საზომი KFM 3000, რომელიც მუშაობს კარლ ფიშერის ტიტრატორის გამოყენებით, განკუთვნილია საიზოლაციო ზეთებისა და აირების ტენშემცველობის განსასაზღვრად.
გაზავებული აირების გადასატანი ანალიზატორი TransportX
ელექტროენერგეტიკის საწარმოებისათვის ზუსტი ინფორმაცია ძალური ტრანსფორმატორების მდგომარეობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ინფორმაცია საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული კატასტროფული ავარიები და ძვირადღირებული მოწყობილობა გამოყენებული იქნას მაქსიმალური ეფექტურობით. ზეთში გაზავებული აირების ანალიზი (გაა), წარმოადგენს ძალური ტრანსფორმატორების მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და კონტროლის უმეტესად მნივნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული მეთოდებისგან ერთ-ერთს. დღესდღეობით იგი წარმატებით ვრცელდება სხვა ზეთშევსებულ მოწყობილობებზე, კერძოდ, განშტოებების გადამრთველებზე და კონტაქტორებზე.
სინქრონიზაციის რელე გენერატორებისათვის
Synchro MAX განკუთვნილია ელექტროქსელთან გენერატორის ან ორი და მეტი გენერატორის ერთ ქსელში ერთმანეთთან სინქრონიზაციისთვის.