თბოვიზორი Flir P640

თბოვიზორი Flir P640

FLIR P640 – ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ინფრაწითელი კამერა. მისი გამოყენებისას ახალ პროგრამულ უზრუნველყოფასთან (პუ) ThermaCAM Reporter ერთად მოცემული თბოვიზორი შესაძლებლობას იძლევა უფრო მაღალი ეფექტურობით ჩატარდეს იწ–გამოკვლევები და მომზადდეს პროფესიული ანგარიშები მათი შედეგების მიხედვით. თბოვიზორი FLIR P640 უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგების მიღებას მაქსიმალურად მოკლე დროში.

მაღალი მწარმოებლურობა

იწ–კამერის, ვიდეოკამერის ინტეგრირება შენათების ნათურასთან და ლაზერულ მიზანმაჩვენებელთან შესაძლებლობას იძლევა ჩატარდეს დიდი რაოდენობით იწ–გამოსახულებებისა და ვიდეოგამოსახულებების გამოკვლევები მინიმალურ დროში. იწ–გამოსახულებები და ვიდეოგამოსახულებები, აგრეთვე საველე პირობებში FLIR P640 კამერის დახმარებით მიღებული სხვა ინფორმაცია ადვილად შეიძლება ჩაიტვირთოს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაში (პუ) ThermaCAM Reporter, რომელიც ტემპერატურის ანალიზის ჩატარების და ანგარიშების ავტომატურად მომზადების შესაძლებლობას იძლევა. ახალი კამერის FLIR P640 ფუნქციონალური მოქნილობა უზრუნველყოფს გამოკვლევის მაღალ ეფექტურობას, კონკრეტული გამოყენებისა და მომხმარებლის მომართვების მიუხედავად.

თბოვიზორი FLIR P640

ფუნქციონალური მოქნილობა, ეფექტურობა და გაუმჯობესებული სამუშაო მახასიათებლები

  • გამოსახულების ძალიან მაღალი ხარისხი გადაწყვეტის უნარით 640X480 პიქსელი, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურული მგძნობიარობა 60 მკ
  • დიდი თკ–დისპლეი ზომით 5,6 დიუიმი
  • მაღალი გადაწყვეტის ხედის მაძიებელი რეგულირებადი დახრის კუთხით
  • ჩამონტაჟებული ვიდეოკამერა შეფერების ნათურით
  • ვიდეოგამოსახულებაზე ცხელი წერტილის მარკერი
  • ფოკუსირება ხელით და ავტომატურად
  • ციფრული გადიდება 8x–მდე დაპანორამებით
  • იწ–გამოსახულებებიანი ვიდეოფაილების მეხსიერებაში შენახვა
  • გამოსახულების რეალური დროის რეჟიმში და საკონტროლო გამოსახულების ერთდროულად ეკრანზე გამოტანა
  • ტექსტური და მეტყველებითი კომენტარები
  • უსადენო კავშირი (ინტერფეისი IrDa)
  • ფერითი სიგნალიზაცია
  • ბგერითი სიგნალიზაცია
  • ერგონომიული კონსტრუქცია და მცირე მასა
  • გამძლე კორპუსი მაგნიუმის შენადნობისგან (IP 54)
  • გამოსახულებებისა და სხვა ინფორმაციის გამარტივებული ინტეგრირება პროფესიულ პუ–ში.

დეტალების საიმედო ანალიზი – გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე

გამოსახულების ხარისხი, უდავოდ, ნებისმიერი იწ–კამერის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. გამოსახულების უფრო მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით დეტალების ხილვას, მოკლე დროში უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, და, შესაბამისად, ანალიზის უფრო მაღალ ეფექტურობას. გამოსახულების შესანიშნავი ხარისხი მიიღწევა ოპტიმალური კომბინაციის „დეტექტორი/ობიექტივი“ გამოყენებით. კამერა FLIR P640 აღჭურვილია უახლესი არაგაგრილებადი , მაღალი გადაწყვეტის უნარის (640X480 პიქსელი) მქონე იწ–დეტექტორით, აგრეთვე ძალიან მძლავრი ობიექტივით. FLIR Systems კომპანიის სპეციალისტებმა დიდი ძალისხმევა გამოიყენეს FLIR P640 კამერისთვის სრულყოფილი გათანამედროვებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ობიექტივების შესამუშავებლად და საწარმოებლად. გერმანიიდან დამზადებული პრეციზიული (ზუსტი) ობიექტივები ფოკუსირების ინტეგრირებული USM–მექანიზმით მაღალი გადაწყვეტის ფოკალურ სიბრტყეში (FPA) მატრიცების ყველა უპირატესობის მაქსიმალურად ეფექტურად რეალიზების შესაძლებლობას იძლევა.

კამერა FLIR P640 წარმოადგენს ბოლო მიღწევებს იწ–ტექნოლოგიების სფეროში. ცხადია, რომ 640X480 პიქსელის იწ–გამოსახულებას გააჩნია 4–ჯერ უფრო მაღალი გადაწყვეტის უნარი ტრადიციულ 320X240 პიქსელის გამოსახულებასთან შედარებით.

მცირე ობიექტების ტემპერატურის გაზომვა

იწ–კამერის მეშვეობით, რომელსაც აქვს გადაწყვეტის უნარი 640X480 პიქსელი, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ გაზომვები მაღალი სიზუსტით, როდესაც იმყოფებით ობიექტისგან ორჯერ უფრო შორს, ვიდრე 320X240 პიქსელის გადაწყვეტის უნარის მქონე კამერასთან მუშაობის შემთხვევაში.

პროფესიული თბოვიზორი FLIR P640 საშუალებას იძლევა გამონახოთ გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნებისმიერ სამუშაო სიტუაციაში. მაღალი გადაწყვეტის ჩამონტაჟებული ხედის მაძიებელი წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას საველე პირობებში კონტროლის ჩასატარებლად, ის უზრუნველყოფს დიდი კონსტრაქტული გამოსახულების მიღებას. ნებისმიერ პირობებში დახრის კუთხის (90) შეცვლის შესაძლებლობა კომფორტული მუშაობის საშუალებას იძლევა.

ერგონომიურობა და გამძლეობა – თბოვიზორი FLIR P640

საბრუნი სახელური ინტეგრირებული მართვის ორგანოებით

საბრუნი სახელური ThermaCAM P640 კამერის ხელით ხმარებისთვის შესაძლებლობას იძლევა დააყენოთ კამერა მუშაობისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ პოზიციაში. სახელურში ინტეგრირებულია ღილაკები და ჯოისტიკი FLIR P640 კამერის მართვისთვის. ამგვარად, ღილაკები ყოველთვის რჩება უშუალოდ თითების ქვეშ. რამოდენიმე ღილაკი და ჯოისტიკი უზრუნველყოფენ მთელი ThermaCAM P640 კამერის მართვას და, აგრეთვე, არჩევის ოპერაციების შესრულებისა და სხვადასხვა ფუნქციის ჩრთვის შესაძლებლობას იძლევიან. ღილაკების დახმარებით სრულდება ავტომატური ფოკუსირება, გამოსახულების „გაყინვა“ და შენახვა.

ხედის მაძიებელი რეგულირებადი დახრის კუთხით

მაღალპროფესიული თბოვიზორი FLIR P640 კადრის არჩევის სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების შესაძლებვლობას იძლევა, რადგან ის აღჭურვილია მაღალი გადაწყვეტის მქონე ხედის მაძიებლით. შესაძლებელია ხედის მაძიებლის დახრა და მისი რეგულირება მომხმარებლის შეხედულებისამებრ. ხედის მაძიებელი მკაფიო იწ–გამოსახულებების დანახვის შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა პირობებში, პირდაპირი მზის შუქის მოხვედრის შემთხვევაშიც კი.

ერგონომიური და გამძლე კორპუსი მაგნიუმის შენადნობისგან

კამერა FLIR P640 არა მხოლოდ მოსახერხებელია მომხმარებლისთვის, არამედ მას გააჩნია მცირე მასა და ადვილად შიძლება მისი გადაადგილება. P640 კამერის მასა, აკუმულატორის ბატარეის ჩათვლით, მხოლოდ 1,7 კგ. შეადგენს. ის სპეციალურად არის შემუშავებული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უწევთ კამერის ტარება დღეში რამოდენიმე საათის განმავლობაში. კამერა ThermaCAM P640 წარმოადგენს პროფესიულ ხელსაწყოს, განკუთვნილს ექსპლუატაციისთვის მკაცრ საველე პირობებში. მაგნიუმის შენადნობის გამძლე კორპუსი იცავს მის შიგნით განთავსებულ სააპარატო საშუალებებს დარტყმისა და ვიბრაციისგან. მისი მტვრისა და ტენის შეუვალობა აკმაყოფილებს IP54 სტანდარტის მოთხოვნებს.

თბოვიზორის FLIR P640 გამოყენების ძირითადი სფეროები

იწ–კამერა ThermaCAM P640 განკუთვნილია მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგში გამოსაყენებლად, კერძოდ, – ელექტროსადგურები, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, გამოკვლევები და შემუშვებები და ა.შ. ThermaCAM P640 თბოვიზორის ახალი ტექნიკური შესაძლებლობები უზრუნველყოფენ მის გამოყენებას პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანის გადასაწყვეტად, რომელიც მოითხოვს იწ–გამოკვლევებს.

ელექტრონული ქსელები

იწ–თერმოგრაფია ყველგან გამოიყენება როგორც ელექტრონული ქსელების დიაგნოსტიკური მომსახურების ერთერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. იწ–გამოკვლევა ძვირად ღირებული უარების თავიდან აცილების, საექსპლუატაციო საიმედოობის ამაღლების, აგრეთვე ელექტრომოწყობილობის აალების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. იწ–კამერის მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს დეფექტები მაღალვოლტიან ძალოვან ხაზებში, ტრანსფორმატორებში, მაღალვოლტიან შეერთებებში, იზოლატორებში, და,აგრეთვე, გაუმართაობები დაბალვოლტიან ელექტრომოწყობილობებში. პროფესიული ანგარიშების მოსამზადებისთვის და ანალიზის ჩატარებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ThermaCAM Reporter, ხოლო დაშორებულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის ტელეობიექტივთან შეთავსებით იწ–კამერა ThermaCAM P640 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ ხელსაწყოს ელექტრონული ქსელების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკური კონტროლისთვის.

წარმოება

იწ–კამერა გიჩვენებთ იმას, რასაც თქვენ ვერ დაინახავთ შეუიარაღებელი თვალით. სამრეწველო საწარმოსთვის ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ დროისა და ფულის ხარჯვასთან. საუბარი შეიძლება ეხებოდეს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს! ათწლეულების განმავლობაში იწ–თერმოგრაფია გამოიყენებოდა დიაგნოსტიკის პროფესიონალების მიერ ყოველდღიური რემონტის ჩატარების და ტექნიკური მომსახურების დროს წარმოქმნილი რთული პრობლემების გადასაჭრელად. ტიპიურ ობიექტებს გამოკვლევისთვის წარმოადგენენ ელექტროძრავები, ტუმბოები, კონვეიერები, სითხის დონე რეზერვუარებში, აგრეთვე ელექტრონული შეერთებები და ელემენტები. იწ–გამოკვლევა ტარდება როგორც ახალი მოწყობილობის დაყენებისას, აგრეთვე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროსაც. თავად საქარხნო შენობა, ჭერის, გათბობის სისტემის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების ჩათვლით, აგრეთვე შეიძლება იყოს იწ–კამერის მეშვეობით გამოკვლევის ობიექტი.

FLIR P640 კამერის მეშვეობით თქვენ შეინარჩუნებთ თქვენს საწარმოს მუშა მდგომარეობაში. ამ კამერის ერგონომიურობა და ფუნქციონალური მოქნილობა დაგეხმარებათ გამოკვლევის ჩატარებაში ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. FLIR P640 კამერის საცვლელი ოპტიკა შეზღუდულ სივრცეში ეფექტური გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა ფართოკუთხიანი ობიექტის გამოყენების ხარჯზე, ან მცირე დეტალების შორ მანძილზე გამოკვლევის საშუალებას ტელეობიექტივის გამოყენებით. მოძრავი ობიექტების (მაგალითად, ელექტროძრავის ან ტრანსპორტიორის ლენტის) გამოკვლევა მაქსიმალურად გამარტივებულია – უბრალოდ ჩაწერეთ ვიდეოფაილი იწ–გამოსახულებებით კამერის მეხსიერებაში, ჩატვირთეთ ის თქვენს პერსონალურ კომპიუტერში და განახორციელეთ „ცოცხალი“ იწ–ვიდეოს ანალიზი პროგრამულ უზრუნველყოფაში ThermaCAM Reporter მისი აღწარმოების პროცესში.

ძირითადი მახასიათებლები:

  • გამოსახულების რეზოლუცია 640x480
  • ტემპერატურისადმი მგრძნობიარობა 30 mK @ +30°C
  • კადრების სიხშირე 30 ჰც
  • ობიექტივი 24°x18° / 0.3m
  • ფართო, მაღალი რეზოლუციის მქონე 5.6 გამოსაწევი LCD ეკრანი
  • გადასაწევი, მაღალი რეზოლუციის მქონე ვიდეომაძიებელი
  • მაღალეფექტური ლინზები USM ტექნოლოგიით
  • 1-8ჯერ გადიდების შესაძლებლობა და პანორამის ეფექტი
  • “სურათი სურათში” შესაძლებლობა
  • თერმული შენადნობი: ზედა/ქვედა ინტერვალით @მოძრავი სახელური მოხერხებული მუშაობისთვის
  • ჩადგმული 3.2 მეგაფიქსელიანი ციფრული კამერა სამიზნით
  • სტანდარტული ტემპერატურული საზღვრები : 400C-დან 5000C-მდე
  • რეალური რადიომეტრული მეხსიერება ჩადგმული RAM-ით
  • პერიოდული მეხსიერება
  • პანორამა
  • ხმა (Bluetooth -ის მეშვეობით) და ტექსტუალური ანოტაციები
  • MeterLink კავშირი
  • MPEG-4 მიმდინარე რეჟიმი (სტრიმინგი) პერსონალურ კომპიუტერთან USB კაბელის ან FireWire-ს გამოყენებით
  • პროგრამირებადი ღილაკები
  • მომხმარებლების (იუზერების) პროფილები

მიწოდების კომპლექტაცია:

  • შეფუთვა, რომელიც მოიცავს მძიმე სატრანსპორტო კონტეინერის შიგთავსს
  • ინფრაწითელი გამოსხივების კამერა ლინზებით
  • ბატარეა (2 ea.)
  • ბატარეის დამტენი
  • Bluetooth-ის ყურსასმენები
  • Bluetooth-ის USB მიკრო ადაპტერი
  • კალიბრირების სერთიფიკატი
  • FLIR QuickReport პერსონალური კომპიუტერის პროგრამა CD-Rom -ზე ჩაწერილი
  • FireWare კაბელი 4/6
  • FireWare კაბელი 6/6
  • ლინზის სახურავი (დამონტაჟებული ლინზებზე)
  • ლინზის სახურავი (2 ea.)
  • მეხსიერების ბარათი USB ადაპტერზე
  • მეხსიერების ბარათი ადაპტერით
  • ენერგოკვების ხელსაწყო, მრავალპოლუსიანი ჩანგლით
  • დაბეჭდილი სახელმძღვანელო ხელსაწყოს სამუშაო პროცესის დაწყების შესახებ
  • დაბეჭდილი, მნიშვნელოვანი ინფორმაციის ბუკლეტი
  • მხრის ღვედი
  • USB კაბელი
  • მომხმარებლის (იუზერის) დოკუმენტაცია ჩაწერილი CD-Rom -ზე
  • ვიდეოკაბელი
  • საგარანტიო პერიოდის გაგრძელების ან რეგისტრაციის ბარათი
პარამეტრები
მწარმოებელი შვედეთი

← უკან