ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორი AR 6

ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორი AR 6

AR6 არის საუკეთესო ხელსაწყო ელექტროენერგიის ქსელის ხარვეზების ვიზუალიზაციისა და ანალიზისათვის, მიუხედავად იმისა ქსელი სამ-ფაზიანია, თუ ერთ-ფაზიანი. ელექტროენერგიის ხარისხის პორტატიულ ანალიზატორს შეუძლია ერთდროულად გაზომოს გაპარული დენი (საწყისი დენი), სიმძლავრის ხარისხი და დააფიქსიროს გარდამავალი დენი.

მისი საშუალებით შესაძლებელია ყველაზე ზოგადი ელ. პარამეტრების ჩაწერა და ასევე იმ პარამეტრების ჩაწერას, რომლებიც დაკავშირებულია დენის მიწოდების ხარისხთან, მაგ. გადამეტძაბვა, გაჯირჯვება, გაჟონვა და გარდამავალი დენი. ჰარმონიკის, ვექტორების და ტალღური ფორმების ეკრანზე გრაფიკული ჩვენების საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს დამონტაჟების ხარვეზები ამ მოწყობილობის უბრალოდ მიერთების შემდეგ.

AR6 -ს პარამეტრები

  • მთავარი ელექტროენერგიის პარამეტრების გაზომვა.
  • საშუალო კვადრატულის გაზომვა
  • 5.7” ფერადი გრაფიკული ეკრანი
  • შეიცავს მოხმარებული და გენერირებული ენერგიის მზომს
  • აღჭურვილია ძაბვის საზომი 5 მაერთებლით და 5 დენის არხით.
  • კონფიგურირებადი ტრიგერ–მენიუ დონის და დროის რეგულირებით.
  • ენები (ესპანური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, იტალიური, ჩინური, რუსული)
  • ძაბვის ხარისხის ჩაწერა (B კლასი) კონფიგურირებადი მენიუს მეშვეობით.
  • 600 CAT IV, 1000V CAT III (EN 61010).
  • შესაბამისობის ნიშანი. (CE marking)
  • Power Vision–ის და კომპ. პროგრამის საშუალებით ჩვენებების ანალიზი.
  • მარტივი მენიუ ხელსაწყოს კონფიგურირებისათვის.
  • აღმოჩენილი დარღვევების სია ცხრილების სახით.
  • ჩაწერილი გარდამავალი დენის ტალღური ფორმების ეკრანზე ჩვენება.
  • შეესაბამება AR5-L სარჭებს.
  • მომჭერების ავტომატური მოძიება.
  • მეხსიერების ჩამოტვირთვა USB კაბელით.
  • ვექტორების, ჰარმონიკის და ტალღური ფორმების გრაფიკული ჩვენება.

ტალღური ფორმები

ტალღური ფორმების ვიზუალიზაციით შესაძლებელია ნებისმიერი ტალღური ფორმის ხარვეზის აღმოჩენა. ასევე შესაძლებელია სურათის დაპაუზება და ოსცილოგრაფის სურათის გადიდება ნებისმიერ დროს, სურათის უკეთესი ხარისხის მისაღებად.

ფოტო

ხელსაწყო აფიქსირებს 9 არხის ტალღურ ფორმას, რომლებიც იზომება ყველაზე მნიშვნელოვან ელ. ცვლად მომენტალურ მნიშვნელობებთან ერთად, რათა თითოეული ფოტოს საფუძველზე შესაძლებელი გახდეს ინსტალაციის დეტალური ანალიზი. ფოტოს გადაღების დაპროგრამება შესაძლებელია სასხლეტი ღილაკებით (ელ. პარამეტრების შედარება) . ფოტოს გადაღება ხელითაცაა შესალებელი.

დენის მომჭერები

AR6 -ის დენის მომჭერები შეიცავენ გამაძლიერებლებს. ეს თვისება აადვილებს მომჭერების ტრანსპორტირებას და ინსტალაციას გაზომვების ჩასატარებლად, რადგან აღარაა საჭირო დამატებითი სადენები.

პარამეტრები
არტიკული M82511
ტიპი power and power quality analyzer
მწარმოებელი ესპანეთი

← უკან