ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორი AR 5

ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორი AR 5

ელექტროენერგიის ხარისხის პორტატიული ანალიზატორი

ელექტროენერგიის ხარისხის AR.5/AR.5L სერიების პორტატიული ანალიზატორები განკუთვნილია ცვლადი დენის ერთფაზიან, სამ– და ოთხსადენიან სამფაზიან ქსელებში ელექტროენერგიის ხარისხიანი და რაოდენობრივი გაზომვისათვის.

ხელსაწყო გამოიყენება ელექტროქსელების გამოკვლევისას აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების გრაფიკების აგების, ენერგიის ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრის, აღრიცხვის ხელსაწყოებისა და სისტემების შემოწმების, ელექტროენერგიის გაჟონვისა და ელექტრომოწყობილობის გაუმართაობის აღმოჩენის მიზნით.

ელექტროანალიზატორს გააჩნია ყველაფერი, რაც აუცილებელია პორტატიულ რეჟიმში მუშაობისთვის: მცირე წონა, ავტონომური კვება, დიდი მეხსიერება მონაცემების შესანახად და პროგრამირების შესაძლებლობა სხვადასხვა სირთულეების აღმოსაფხვრელად.

რა ფუნქციებს ასრულებს ანალიზატორი

  • ენერგოდაზოგვა: ენერგიის (კვტ/სთ) ჭარბი მოხმარების გამოვლენა და დაუშვებლობა; დატვირთვის გრაფიკის ანალიზი და დროის მომენტების გამოვლენა, რომლებზეც მოდიოდა მაქსიმალური მოხმარება; კონდენსატორების ბატარეების პარამეტრების გათვლა რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისთვის (კვარ); ელექტროენერგიის მრიცხველების გამართულობის ანალიზი და ცდომილებების აღმოჩენა.
  • ელექტროდაცვა: ელექტროანალიზატორები იდეალურია დაბალი და საშუალო დონის ძაბვის ელექტროსისტემების პერიოდულად შემოწმებისთვის. ასეთი შემოწმებები შეიცავენ ძრავების ჩართვის პროცესების, ტრანსფორმატორების გაჯერების ანალიზს, ელექტროენერგიის ხარისხის მოხმარებისა და მქკ-ს სისტემის შეფასებას.
  • ოპტიმალური გადაწყვეტილების ძიება: ელექტროენერგიის ხარისხის ერთი პორტატიული ანალიზატორის მეშვეობით შეიძლება ელექტროსისტემის ისეთი ფარული პრობლემების გამოვლენა, როგორიც არის მიწაში გადინება, კაბელების გადახურება, ჰარმონიკების, ციმციმების, ფაზების დისბალანსის არსებობა და სხვა. გარდა ამისა, ელექტროანალიზატორი საშუალებას იძლევა გამოითვალოს ჰარმონიკების აქტიური ან პასიური ფილტრების, სიჩქარეების გადართვის ფილტრების პარამეტრები და ა.შ.

ელექტროანალიზატორების AR.5 / AR5L თავისებურებები:

  • ელექტროენერგიის შემდეგი პარამეტრების რეგისტრაციის შესაძლებლობა: ჰარმონიკის, შეშფოთების, გარდამავალი პროცესების, ციმციმების, ენერგიის მოხმარების;
  • პროგრამის დაყენების შესაძლებლობა შერჩეული პარამეტრების მიხედვით;
  • ძაბვის 4 გამავალი არხის და დენის 3 არხის (4 არხი AR.5L–სთვის) არსებობა;
  • დიდი თხევად–კრისტალური ეკრანი 30–მდე ელექტრონული პარამეტრის ასახვის შესაძლებლობით;
  • მოხერხებული ინტერფეისი ღილაკებით გარე პანელზე;
  • შიდა მეხსიერების მოცულობა 1მბ (ხაზოვანი მეხსიერება / ციკლური მეხსიერება);
  • არსებული თავისუფალი მეხსიერების ავტომატურად გამოთვლა;
  • ცალკე ფაილები ყოველი გასაზომი პარამეტრის მნიშვნელობების შესანახად;
  • მონაცემთა გაცვლა პკ–თან;
  • მიერთებული მარწუხების დამოუკიდებლად აღმოჩენა;
  • სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფა POWERVISION;
  • აკუმულატორული ბატარეა 10 სთ–ზე;
  • კომპაქტური ზომები და მცირე წონა (0.8 კგ).

AR.5AR.5AR.5 L
გაბარიტული ზომებიAR.5 მიერთების სქემაAR.5L მიერთების სქემა

მიერთება

დენის გადამწოდებისა და პოტენციური სადენების მეშვეობით ანალიზატორი უერთდება ერთ– ან სამფაზიან 220/380ვ. ქსელს ან დენისა და ქსელების 6/10კვ და მეტი ძაბვის გასაზომ ტრანსფორმატორებს. ხელსაწყოს აქვს დენის გასაზომი 3 არხი და ძაბვის გასაზომი 3 არხი (მოდელი AR.5L აღჭურვილია დამატებითი არხით ნეიტრალის დენის გასაზომად). დენის საცვლელ გადამწოდებად გამოიყენება მარწუხები ან ღუნვადი რგოლები ნომინალით ერთიდან ათას ამპერამდე. 5ა.–ნი დენის გამოსავალის მქონე ტრანსფორმატორებთან მიერთება 5ა.–ნი მარწუხების ან სპეციალური 3 ფაზიანი შუნტის მეშვეობით. გაზომილი სიდიდეების მიხედვით პროცესორს განსაზღვროს მრავალი პარამეტრი, რომელიც აისახება გრაფიკულ თხევად–კრისტალურ დისპლეიზე და ჩაიწერება ხელსაწყოს მეხსიერებაში, საიდანაც  გადაიტანება კომპიუტერში. კომპიუტერი აღჭურვილია პროგრამული უზრუნველყოფით POWERVISION, რომლის მეშვეობიტ ხდება პარამეტრების ვიზუალიზაცია, დაგროვილი ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.

გასაზომი და რეგისტრირებადი პარამეტრები

ხელსაწყოს მიერ რეგისტრირებადი პარამეტრების ნაკრები დამოკიდებულია მასში ჩატვირთულ პროგრამაზე (იხ. ქვემოთ ცხრილი). ქარხანაში ყოველ ანალიზატორში იტვირთება საბაზისო პროგრამა. მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ და დამოუკიდებლად ჩატვირთონ ხელსაწყოში კარტრიჯები შემდეგი დამატებითი პროგრამებით:

  • «ჰარმონიკები» - დენებისა და 49 წყობამდე ძაბვის ჰარმონიკების ჩაწერა;
  • «დამახინჯებები» - ძაბვის (იმპულსების, ჩავარდნების და ა.შ.) სინუსოიდის აპერიოდული დამახინჯებების ჩაწერა;
  • «სწრაფი პროცესები» - გარდამავალი პროცესების (მაგალითად, ძრავების გაშვების) დენებისა და ძაბვების ჩაწერა;
  • «ციმციმა»(ფლიკერი) - ციმციმას(ფლიკერის) (ნათურების ციმციმის გამომწვევი ძაბვების რხევების) ინტენსიურობის განსაზღვრა;
  • «მრიცხველების შემოწმება» - ელექტრომრიცხველების ცდომილების განსაზღვრა მათი გამორთვის გარეშე.

ცხრილში ჩამოთვლილია გასაზომი პარამეტრების ნაკრებები შესაბამისი პროგრამების ჩატვირთვისას.

პროგრამარეგისტრირებადი პარამეტრები1ფაზებისაშუალოჯამი
ABC3 ფაზა3 ფაზა

სიიდან
ნებისმიერი:
«საბაზისო»,
«ჰარმონიკები»,
«ციმციმა»,
«სწრაფი
პროცესები»

ძაბვა ფაზა–ნეიტრალი
(min/max)2
UAUBUCUIII-
ფაზის დენი (min/max)IAIBIC-IIII
აქტიური სიმძლავრე
(min/max) (+/-)3
PAAPABPAC-PAIII
ინდუქციური სიმძლავრე
(min/max) (+/-)
PLAPLBPLC-PLIII
ტევადობითი სიმძლავრე
(min/max) (+/-)
PCAPCBPCC -PCIII
სიმძლავრის კოეფიციენტი (cosф)
(min/max) (+/-)
PFAPFBPFCPFIII-
სრული სიმძლავრე (min/max)----PIII
სიხშირე (min/max)---F-
სიიდან
ნებისმიერი:
«საბაზისო»,
«ჰარმონიკები»,
«ციმციმა»
სიმძლავრე ფაზა–ფაზა (min/max)UABUBCUCAULIII -
აქტიური ენერგია (+/-)----EAIII
ინდუქციური ენერგია (+/-)----ELIII
ტევადობითი ენერგია (+/-)----ECIII
«ჰარმონიკები»49 წყობამდე ძაბვის ჰარმონიკების
სპექტრი
UA1-49UB1-49UC1-49--
49 წყობამდე დენის ჰარმონიკების
სპექტრი
IA1-49 IB1-49IC1-49--
ძაბვის სინუსოიდურობის
დამახინჯების კოეფიციენტი
KUAKUBKUCKUIII-
დენის სინუსოიდურობის
დამახინჯების კოეფიციენტი
KIA KIBKICKIIII-
«დამახინჯებები»დამახინჯებული ძაბვების
ფაზა–ნეიტრალი ოსცილოგრამები
~UA~UB~UC--
«ციმციმა»(ფლიკერი)ციმციმას(ფლიკერის) დოზა
(ხანმოკლე და ხანგრძლივი) და დონეები
+++--
«მრიცხველების შემოწმება»ერთ– ან სამფაზიანი
მრიცხველის ცდომილება, %
∆%---∆%

შენიშვნები ცხრილთან მიმართებაში:
1ცხრილში მოყვანილია პარმეტრების სრული ნაკრები, რომელთაგან მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი კომბინაცია რეგისტრაციისთვის. გამოუსადეგარი პარამეტრების გამორიცხვით შეიძლება განხორციელდეს ხელსაწყოს მეხსიერების ეკონომია.
2პარამეტრებისთვის, რომლებიც მონიშნულია (min/max) გაზომვის ყოველ პერიოდში, ჩაიწერება მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო მნიშვნელობები (მხოლოდ პროგრამებისთვის «საბაზისო», «ჰარმონიკები» და «ციმციმა»)
3პარამეტრებისთვის, რომლებიც მონიშნულია (+/-), ჩაიწერება ენერგიის მოხმარებისა და გენერაციის რეჟიმების შესაბამისი მნიშვნელობები (მხოლოდ პროგრამებისთვის «საბაზისო», «ჰარმონიკები» და «ციმციმა»).

ტექნიკური მახასიათებლები

  • მაქსიმალური ძაბვები პირდაპირი მიერთებისას: ფაზური 500 ვ, ფაზთაშორისი 866 ვ.
  • სიხშირე 45...65 ჰც.
  • დენის გასაზომი გადამწოდების ნომინალები: მარწუხები 5, 100, 500, 1000, 2000 ა, მოქნილი გადამწოდები 200, 2000, 20000 ა.
  • პროგრამის «საბაზისო», «ჰარმონიკები», «ციმციმა» გაზომვის პერიოდი: - 1 დღე–რამე...4 სთ, «სწრაფი პროცესები» - 0,02...1 დღე–ღამე.
  • სიზუსტის კლასი: დენი და ძაბვა - 0,5, სიმძლავრე და ენერგია - 1,0 (დენის გადამწოდების გათვალისწინების გარეშე).
  • მეხსიერების მოცულობა: პარამეტრების გაზომილი მნიშვნელობების 200000–ზე მეტი.
  • კვება: ქსელური ადაპტერი 220/9ვ ან ჩაშენებული აკუმულატორი.
  • გაბარიტები და მასა: 200х130х62 მმ, 0,6 კგ (დენის გადამწოდების გარეშე).

დენის მარწუხები

  • გაზომვების ფართო დიაპაზონი (0.01ა...20კა);
  • მაღალი სიზუსტე;
  • მგრძნობიარობის არარსებობა უწყვეტი დენების მიმართ (C-FLEX);
  • მცირე წონა;
  • ფაზების მინიმალური სხვაობა შიმძლავრეების გაზომვებისთვის, რომელიც იდეალურია სიმძლავრის გაზომვებისთვის;
  • ფასური და სამფაზიანი მნიშვნელობების ერთდროული აზომვები.

მარწუხების მახასიათებლები


CP-5 CP-100 CPR-100 CPR-500
მარწუხელა CP-5მარწუხელა CP-100 მარწუხელა CPR-100მარწუხელა CPR-500
გაზომვების დიაპაზონი0.05...5 А~ 1...100 А~ 1...100 А~ 1...500 А~
ნომინალური სიხშირე48...65 ჰც
გამომავალი ძაბვა2 ვ~
დიელექტრული სიმტკიცე5200 ვ~, 50...60 ჰც
ცდომილება1% 0.5% 0.7%
სადენის მაქსიმალური დიამეტრი20 მმ 52 მმ
ბრტყელი ლენტის მაქსიმალური ზომები20 x 5 მმ 1 50 x 5მმ ან 4 30 x 5 მმ


CPR-1000 CF-5 CP-2000/200 CF-10
მარწუხელა CPR-1000მარწუხელა CF-5 მარწუხელა CP-2000მარწუხელა CF-10
გაზომვების დიაპაზონი1...1000 А~ 0.1...5 А~ 1...200 А~
10...2000 А~
от 0.2 мкА - 10 А~მ-დე
ნომინალური სიხშირე48...65 ჰც
გამომავალი ძაბვა2 ვ~
დიელექტრული სიმტკიცე5200 ვ~, 50...60 ჰც
ცდომილება0.7% 1% (0.1 А მ-დე)
0.5%(5 А მ-დე)
0.5%+70 мкА (დიაპაზონი 200 А)
0.5%+100 мкА (დიაპაზონი 2000 А)
0.5% (დიაპაზონი 4 А)
0.35% (დიაპაზონი 400 А)
სადენის მაქსიმალური დიამეტრი 52 მმ 64 მმ 100 მმ
ბრტყელი ლენტის მაქსიმალური ზომები 1 50 x 5მმ ან 4 30 x 5 მმ 5 125 x 5მმ ან 3 100 x 10 მმ 5 x 80 x 5 მმ
3 x 80 x 10 მმ

მოქნილი მარწუხები C-FLEX
სენსორის სიგრძე45 სმ. / 80 სმ. / 120 სმ.
დიაპაზონი200 ა / 2000 ა/ 20 კა
მგრძნობიარობა10 მვ/ა; 1 მვ/ა; 0.1 მვ/ა
გაზომვების ამპლიტუდა5ა...20 კა
სიხშირეთა დიაპაზონი10 ჰც...20 კჰც
სიზუსტე1%
უსაფრთხოებაორმაგი იზოლაცია
IEC 1010-100 В, Cat III
დასაშვები გადამეტძაბვა გამოსასვლელზე600 ვ
სამუშაო ტემპერტურა-10/55°C
ტენიანობა90% ვერცხლ.წყალი 50°C-ზე
გაბარიტები120 x 65 x 22 მმ
წონა220 გრ (სასიგნალო კაბელის სიგრძე 1მ.)

პროგრამული უზრუნველყოფა POWERVISION

პროგრამა POWERVISION განკუთვნილია საოპერაციო გარემო Windows 95/98/ME/XP–ში სამუშაოდ და საშუალებას იძლევა შესრულდეს ნებისმიერი ელექტრონული სისტემის სწრაფი და ზუსტი ანალიზი, რომელიც გამოკვლეული იყო ხელსაწყოს AR5 მეშვეობით. AR5–ს შიდა მეხსიერებაში მონაცემთა შენახვის შემდეგ, ისინი შეიძლება ჩაიტვირთოს პკ–ში RS-232 კაბელის მეშვეობით. პროგრამა იყენებს MDI სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს რამოდენიმე ფანჯრის ერთდროულად გახსნას, მაქსიმუმ 16–მდე, შედარებისთვის. პროგრამა საშუალებას იძლევა შეირჩეს გასაანალიზებელი ფაილის ტიპი, ეკრანზე გამოყვანის გრაფიკული და ციფრული რეჟიმი სხვადასხვა მენიუს მეშვეობით. შესაბამისი მენიუები იხსნება ფაილის შერჩეული ტიპის მიხედვით.

პროგრამული უზრუნველყოფის POWERVISION ძირითადი შესაძლებლობები

  • შეთავსებადობა AR.5/AR.5L–თან და CIRCUTOR სხვა ხელსაწყოებთან
  • გაზომილი მნიშვნელობების ასახვა გრაფიკებისა და ცხრილების სახით.
  • ანალიზის შედეგების დაბეჭვდა ანგარიშის სახით.
  • გაზომვების შედეგების შენახვა TXT ან BMP (გრაფიკები და ცხრილები) ფორმატების ფაილებში.
  • გრაფიკების ფორმატირების ფართო შესაძლებლობები (ფერი, მასშტაბი და სხვა).
  • მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხის გამოკვლევა ჰარმონიკების, ციმციმას ან ძაბვის დონის მიხედვით.

შემდეგი პარამეტრების ასახვა გრაფიკულ ფორმატში:

  • ძაბვა;
  • დენი;
  • სიხშირე;
  • ტალღის ფორმა პერიოდზე;
  • სიმძლავრე;
  • ენერგია;
  • ციმციმა;
  • ჰარმონიული დამახინჯებები;
  • დაშლა ჰარმონიკებად.

რეკომენდებული კომპლექტაცია

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ უმეტეს შემთხვევაში გამოსაყენებლად ელექტროანალიზატორის შემდეგ ტიპიურ კომპლექტს:

  • M80103 - AR.5-1მ (ძირითადი ბლოკი, პროგრამა "საბაზისო"+"ჰარმონიკები" 1 მბ მეხსიერება) პროგრამული უზრუნველყოფით POWERVISION - 1 ც..;
  • M81041 - Kit-3 CP-5 (დენის მარწუხები მაქს. 5ა) - 3 ც..;
  • M81142 - Kit-3 C-FLEX 20k/2k/200 (დენის მოქნილი მარწუხები kit-3, 3–დიაპაზონიანი გადამწოდები, სიგრძე 80სმ) - 3 ც.. ან М81045 kit-3 CP-2000/200 (დენის ხისტი მარწუხები, 2–დიაპაზონიანი 2000/200 ა );
  • M80214 - AR.5-CL (ფლიკერი) - 1 ც..;
  • М89914 - ხისტი კეისი გადასატანად - 1 ც.

ტეკსტის თარგმნა "დიკე ინტერნეშნელ"

პარამეტრები
არტიკული M80811
ტიპი HARMONIC
მწარმოებელი ესპანეთი

← უკან