კაბელების იდენტიფიკაციის სისტემა KSG 100

კაბელების იდენტიფიკაციის სისტემა KSG 100

KSG 100 სისტემის დანიშნულება – საკაბელო ხაზების დაზიანებების მოძებნა

KSG 100 კაბელების იდენტიფიკაციის სისტემა წარმოადგენს რთულ ხელსაწყოს კაბელების კონაში ან ნახვევში ცალძარღვა ან მრავალძარღვა კაბელების იდენტიფიკაციისთვის (ამოცნობისთვის). უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და მომხმარებელზე ორიენტირებული პროგრამული საშუალებები უზრუნველყოფენ უნიკალურ უპირატესობებს ხელსაწყოსთვის KSG 100. მოცემული ხელსაწყო მარტივად გამოიყენება. ხელსაწყო KSG 100 შედგება გენერატორისგან (გადამცემისგან) და მიმღებისგან კავშირის მოქნილი მოწყობილობით (როგოვსკის კოჭა). ორივე ბლოკი აღჭურვილია მიკროკონტროლერებით, ამიტომ შეუძლიათ ერთმანეთთან დაკავშირება. უახლესი პროგრამული ალგორითმები ასრულებენ მრავალრიცხოვან შემოწმებებს, რაც უზრუნველყოფს გაზომვების შედეგების მაქსიმალურ საიმედოობას. თავისებურებებს მიეკუთვნება, მაგალითად, გაძლიერების მთლიანად ავტომატური რეგულირება, მუშაობა მომხმარებლის მიმართ მეგობრული მენიუს მართვის ქვეშ, აგრეთვე KSG 100 მცირე ზომები.

KSG 100T სისტემის თავისებურებები:

  • სიგნალების პირდაპირი მიყვანა ძაბვის ქვეშ მყოფ კაბელებთან, მაქსიმუმ 400 ვ, 50/60 ჰც;
  • შესაძლებლობას იძლევა შეირჩეს გარკვეული კაბელი ერთძარღვიან და მრავალძარღვიან კაბელებსა და ხაზებს შორის;
  • სიგნალების განსაკუთრებით საიმედო შეგროვება 3–ფაქტორიანი ანალიზის მეშვეობით (ამპლიტუდა–დრო–ფაზა, Amplitude-Time- Phase, ATP);
  • სიგნალების პირდაპირი მიყვანა ძაბვის ქვეშ მყოფ კაბელებთანაც კი, 400 ვ.–დე;
  • კაბელების საიმედო ამოცნობა შლეიფის წინაღობამდე 400 ომ;
  • სიგნალის ინდუქტიური შეყვანა ძაბვის ქვეშ მყოფ კაბელებზე (AZ 10) დენის ტრანსფორმატორის მომჭერების მეშვეობით;
  • სიგნალების მიღება კავშირის მოქნილი მოწყობილობის (როგოვსკის კოჭა) მეშვეობით;
  • 199 ა.–მდე დატვირთვის დენის გაზომვა ღილაკის დაჭერის მეშვეობით;
  • ჩამონტაჟებული გრაფიკული დისპლეის მქონე ერგონომიური კონსტრუქციის მიმღები;
  • გაძლიერების მთლიანად ავტომატური რეგულირება;
  • მუშაობა მომხმარებლის მიმართ მეგობრული მენიუს მართვის ქვეშ;
  • მიმღების მუშაობისთვის ბატარეები არ მოითხოვება;
  • გადამცემისა და მიმღების ავტომატური სინქრონიზაცია.

KSG 100T სისტემის ტექნიკური მახასიათებლები:

პარამეტრი მნიშვნელობები
იმპულსური გენერატორი (გადამცემი) KSG 100
გამავალი ძაბვა 300 ვ (15 იმპულსი/წთ)
გამავალი დენი (იმპულსში) 180ა. (მაქსიმუმი)
ქსელური კვება 115/230 ვ, 50/60 ჰც
იმპულსური მუშაობის ინდიკაცია ის(СИД)–ის და მიმდინარე იმპულსის სიხშირის ჩვენების მეშვეობით
მუშ ტემპერატურების ინტერვალი 10–დან + 55 °С–მდე
ენერგომოხმარება 50 ვა
გადასატანი ფუტლიარის ზომები 455 х 165 х 365 მმ
მასა, გადასატანი ფუტლიარის ჩათვლით დაახლოებით 5 კგ
გენერატორი ჩამონტაჟებულია გადასატან ფუტლიარში
KSG 100 იმპულსების მიმღები
დისპლეი გრაფიკული თხევად–კრისტალური დისპლეი
მგრძნობელობა გენერატორის (გადამცემის) პირდაპირი მიერთებისას 100 %; შლეიფის წინაღობისას 400-ომ (i = 0,75 ა)
მგრძნობიარობა სიგნალის ინდუქტიური შეყვანისას 100 %; შლეიფის წინაღობისას <6 ომ
ელექტროკვება ბატარეები არ მოითხოვება. ავტომატური დამუხტვა.
დამუხტვის დრო 20 წამი
გართვა სიგნალით კავშირის მოქნილი მოწყობილობა, 150 მმ
მუშა ტემპერატურების ინტერვალი 10–დან + 55 °С–მდე
ზომები (ს х ს х ს) 100 х 25 х 211 მმ
მასა დაახლოვებით 361 გრ

პარამეტრები
მწარმოებელი აუსტრია

← უკან