ზეთის გამოსაცდელი დანადგარები OTS 60/80/100AF

ზეთის გამოსაცდელი დანადგარები OTS 60/80/100AF

ზეთის შესამოწმებელი ავტომატიზირებული ხელსაწყოები

ელექტროსაზომი ხელსაწყოები 60AF/2, 80AF/2, 100AF/2, VCM100. Megger–ის ზეთის შესამოწმებელი ავტომატიზირებული ხელსაწყოების სერია განკუთვნილია მთლიანად ავტომატიზირებული ტესტირებისთვის და გააჩნია რიგი უპირატესობა. ხელსაწყოს კონსტრუქცია საშუალებას აძლევს ოპერატორს ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოამზადოს ჭურჭელი ზეთისთვის, შეავსოს ის ზეთის სინჯით, მოათავსოს კამერაში და დაიწყოს ტესტირების პროცესი. შემდეგ ხელსაწყო ახორციელებს ტესტების სერიების მრავალი პუნქტით, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყონ ზეთის შემოწმებისას, მათ შორის სახ.სტანდარტის 6581 შესაბამისად. მათში იგულისხმება ზეთის დგომისა და არევის სხვადასხვა დრო, ძაბვის მატების სიჩქარეები, აგრეთვე ტესტების სერიები, რომელთა შედეგების მიხედვით გამოითვლება ზეთის საშუალო ელექტრონული სიმტკიცე. აგრეთვე ხელმისაწვდომია ფუნქცია „გაიარა/ვერ გაიარა ტესტი“. ამ ტესტის მსვლელობაში ზეთს 1 წუთის განმავლობაში მიეწოდება მოცემული ძაბვა.

სერია OTSAF/2 არის ფართო შესაძლებლობის მქონე ლაბორატორული ხელსაწყოები. სერია წარმოდგენილია სამი ხელსაწყოთი მაქსიმალური გამოსაცდელი ძაბვებით შესაბამისად 60კვ–მდე, 80კვ–მდე და 100კვ–მდე. მთლიანად ავტომატიზირებული ტესტირება უზრუნველყოფილია აგრეთვე ჩამონტაჟებული პრინტერით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ამოიბეჭდოს ქაღალდზე ტესტირების შედეგები, და აგრეთვე დაპროგრამდეს ხუთ ტესტამდე მომხმარებლის ინდივიდუალური მომართვებით. ტესტი „გაიარა/არ გაიარა გამოცდა“ შიძლება ჩატარდეს ნებისმიერ გამოსაცდელ ძაბვაზე და ტესტირების საწყისი დროით. თხევადკრისტალურ დისპლეის წერტილოვანი მატრიცით აგრეთვე აქვს 6 ენის შესაძლებლობები. ტესტირებების ჩასატარებლად განკუთვნილი ჭურჭელი ზეთისთვის, რომელიც პასუხობს სტანდარტის IEC156 ყველა პარამეტრს, მიეწოდება ხელსაწყოსთან კომპლექტში. დიდი თხევადკრისტალური დისპლეი შენათებით ასახავს ტესტების მენიუს, დაყენებების მენიუს და ტესტირების შედეგებს. მაღალი ძაბვის გამოსვლის ასახვის დისკრეტულობა – 0.1კვ–მდე. ტესტირების შედეგები შეიძლება ამოიბეჭდოს ჩამონტაჟებულ მატრიცულ პრინტერზე ან ნებისმიერ გარე პრინტერზე, პრინტერთან ან კომპიუტერთან RS232 მიერთებისას. შედეგების ამონაბეჭდებს ნაგულისხმევად დართული აქვს ტესტის ჩატარების თარიღი და დრო.

სერიაში OTSAF/2 მექანიკური არევა ხორციელდება მაგნიტური ასარევი მოწყობილობის ნიჩბით. დამატებითი ჭურჭელი ზეთისთვის მიეწოდება შეკვეთით, მათ შორის ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია მასალების გამოსაცდელად სტანდარტის D1816 მიხედვით, ASTM–გან (მასალების გამოცდის სპეციალისტთა ამერიკული საზოგადოება). ეს სტანდარტი ითვალისწინებს არევას მექანიკური ამძრავის მქონე ნიჩბიანი კბილათი. ყველა ტესტი შერჩევით შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მაგნიტური ან ნიჩბიანი არევით, ან არევის გარეშე.

VCM100 არის საკალიბრებელი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ზეთის შესამოწმებელი ხელსაწყოების კალიბრებისთვის. მოწყობილობა შესაძლებლობას იძლევა შემოწმდეს მაღალვოლტიანი გამოსავალი ეროვნული სტანდარტის შესაბამისად და განკუთვნილია Megger–ის ლაბორატორული ტიპის ტესტერების ყველა მოდელისთვის, როგორიც არის სერია OTS AF2, აგრეთვე ნახევრად ავტომატური ტესტერები OTS სერიის. საკალიბრებელი მოწყობილობა ზომით შეიძლება შეედაროს სტანდარტულ უჯრედს ზეთისთვის და თავსდება პირდაპირ ტესტურ კამერაში. ამასთან, დატვირთვა, რომელიც მიეწოდება ტრანსფორმატორს, არ განსხვავდება დატვირთვისგან ზეთის დიელექტრულ სიმტკიცეზე ტესტის ჩატარებისას. გამოსაცდელი ძაბვა აისახება ანალოგიურ დისპლეიზე მონიშვნით 0–დან 100კვ–მდე და მინიმალური დაყოფით 2კვ. სკალაზე აგრეთვე მითითებულია დაშვების ველები, რომლებიც საშუალებას იძლევა სწრაფად განხორციელდეს გაზომვების სიზუსტის აუცილებელი შესწორებები. მოწყობილობა მიეწოდება დამცავ კეისში.

ზეთის შესამოწმებელი ხელსაწყოები ასახავენ გარღვევის ძაბვას ყოველი ცალკეული ტესტისთვის და მათ საშუალო მნიშვნელობას. VCM100 საშუალებას იძლევა ადვილად და სწრაფად მოხდეს ფაქტიურად მიწოდებული ძაბვის შედარება ინდუცირებად სიდიდესთან, რათა დაუყოვნებლივ დავრწმუნდეთ, რომ ტესტერი დაკალიბრებულია სწორად.

  • ზეთის ტესტირების პროცესის სრული ავტომატიზირება, რომელიც იმართება მიკროპროცესორით
  • ტესტირება სახ.სტანდარტის 6581 თანახმად
  • ზეთისთვის აქსესუარებისა და ჭურჭლის ფართო არჩევანი
  • ადვილია ტრანსპორტირება, მოხერხებულია ლაბორატორიაში გამოსაყენებლად

სერიას OTSAF/2 აქვს დაპროგრამირებული ფუნქცია VCM100 კალიბრირების შემოწმების (CHECK CALIBRATION) პროცესში გამოსაყენებლად. ის მდგომარეობს ტესტების სერიაში, რომელთა მსვლელობაში ძაბვა ტესტერის გამოსასვლელზე იზრდება ეტაპობრივად 0კვ–დან, მაქსიმალურად შესაძლო ძაბვამდე, ამასთან, ყოველი 10კვ–სთვის ჩერდება 10 წამით, რაც კალიბრირების შემოწმების საშუალებას იძლევა. იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნას VCM100 ფირმა Megger–ის ზეთის შესამოწმებელი ხელსაწყოების სხვა მოდელებთან ერთად (როგორიც არის OTS60 ავტო და OTS75 ავტო), შეიძლება ვისარგებლოთ ხელით მართვის რეჟიმით ან ძაბვის ნელი გაზრდით.

პარამეტრები
მწარმოებელი ინგლისი

← უკან