გაზავებული აირების გადასატანი ანალიზატორი TransportX

გაზავებული აირების გადასატანი ანალიზატორი TransportX

გაზავებული აირების გადასატანი ანალიზატორი TRANSPORT X

ელექტროენერგეტიკის საწარმოებისათვის ზუსტი ინფორმაცია ძალური ტრანსფორმატორების მდგომარეობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ინფორმაცია საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული კატასტროფული ავარიები და ძვირადღირებული მოწყობილობა გამოყენებული იქნას მაქსიმალური ეფექტურობით. ზეთში გაზავებული აირების ანალიზი (გაა), წარმოადგენს ძალური ტრანსფორმატორების მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და კონტროლის უმეტესად მნივნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული მეთოდებისგან ერთ-ერთს. დღესდღეობით იგი წარმატებით ვრცელდება სხვა ზეთშევსებულ მოწყობილობებზე, კერძოდ, განშტოებების გადამრთველებზე და კონტაქტორებზე.

ხელსაწყო აირების ანალიზატორი TRANSPORT-X განეკუთვნება გაა-ს საშუალებების ახალ თაობას, რომლებიც შემოთავაზებულია ელექტროენერგეტიკის საწარმოებში. ეს გადასატანი მოწყობილობა იყენებს ახალ ტექნოლოგიას ზუსტი და უტყუარი შედეგების მისაღებად პირდაპირ ობიექტზე რამოდენიმე წუთის განმავლობაში. მონიტორინგის ამოცანების გადასაწყვეტად და მოწყობილობის ეფექტური გამოყენებისათვის TRANSPORT X გააჩნია ღირსებები, რომელთა გადაფასებაც ძნელია.

დეტექტირების განიერი ზოლი ჩინებული სიზუსტით დაზიანებებისათვის დამახასიათებელი ყველა აირების განსაზღვისას. იძლევა საშუალებას გაიზომოს ზეთში ტენის შემცველობა. არ არის საჭირო მაკალიბრებელი აირები ან აირ-მატარებლები. რეალიზებულია დიაგნოსტიკის ალგორითმები როჯერსის, დიუვალის მეთოდების საფუძველზე და IEEE C57.104. არსებობს პროგრამირებადი მაფრთხილებელი და ავარიული ზღვრული მნიშვნელობები ყველა აირებისათვის. ასევე ბუჰგოლცის რელედან აღებული სინჯების ანალიზის შესაძლებლობა. მომხმარებელთა ვრცელი სია მთელს მსოფლიოში.

TRANSPORT X წარმოადგენს გაა-ზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური მოწყობილობების ახალ თაობას. იგი ზუსტია, პორტატულია და მარტივია გამოყენებაში.

TRANSPORT X იყენებს ფოტოაკუსტიკური სპექტროსკოპიის პრინციპს ტექნიკური მახასიათებლების მისაღწევად, რომლებიც უპრეცენდენტოა მოწყობილობათა შორის გაა-თვის. ხელსაწყო თავდაპირველად შეიქმნა ინდუსტრიალური ობიექტების პირობებში მუშაობისათვის, იგი ძალიან მარტივია ექსპლუატაციაში. ფართო ლაბორატორიული გამოცდები და გამოცდები რეალურ ობიექტებზე მთელს მსოფლიოში ადასტურებენ, რომ TRANSPORT X უზრუნველყოფს შედეგების მაღალ საიმედოობას გადასატანი მოწყობილობის უპირატესობებთან ერთად.

TRANSPORT X მინიმუმამდე დაჰყავს მიმდევრობით გაზომვებს შორის მინარევების გადატანის რისკს, უზრუნველყოფს გადასვლის შესაძლებლობას აირების მაღალი კონცენტრაციის მქონე სინჯების ანალიზიდან (როგორც განშტოებების გადამრთველების შემთხვევაში) დაბალი კონცენტრაციის მქონე სინჯებთან (ძირითადი რეზერვუარებისათვის) შედეგების ”დაბინძურების” გარეშე. ასე, მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებით შეამოწმოს ზეთშევსებული მოწყობილობათა ყველა სახეობა. ჩამონტაჟებული დიაგნოსტიკური პროგრამული უზრუნველყოფა ეხმარება მონაცემების გადაყვანას ppm-დან მომხმარებლისათვის მოსახერხებელ წარმოდგენაში. განვითარებადი დეფექტების ხასიათის შეფასების რეალიზებული ძირითადი მეთოდიკები ეხმარებიან ტრანსფორმატორის მდგომარეობის ოპერატიულ შეფასებას. კომპლექტური პროგრამული უზრუნველყოფა პერსონალური კომპიუტერისთვის TransportPro აძლევს საშუალებას მომხმარებელს ადვილად ჩატვირთოს ჩანაწერები ტრენდების ანალიზისათვის და შემდგომი დიაგნოსტიკისათვის.

პარამეტრები
მწარმოებელი GE Energy

← უკან