სინქრონიზაციის რელე გენერატორებისათვის

სინქრონიზაციის რელე გენერატორებისათვის

Synchro MAX განკუთვნილია ელექტროქსელთან გენერატორის ან ორი და მეტი გენერატორის ერთ ქსელში ერთმანეთთან სინქრონიზაციისთვის. ხელსაწყო სინქრონიზაციის პირობების შესაბამისად ამპლიტუდის, სიხშირის, ძაბვის ფაზური კუთხის გაკონტროლების და გენერატორის ბრუნვის სიჩქარის მართვის შესაძლებლობას იძლევა. Synchro MAX არის უნივერსალური ხელსაწყო, რომელიც უერთდება ნებისმიერი ტიპის გენერატორს – დიზელის, ჰიდრო ან ორთქლის ტურბინას და ა.შ.

მუშაობის პრინციპი

სინქრონიზაციის პროცესში აუციელბელია ორივე სინქრონიზებად სიგნალს შორის ძაბვის, სიხშირისა და ფაზების სხვაობის გაკონტროლება. მიერთება ხორციელდება მხოლოდ სინქრონიზაციის აუცილებელი პირობების მიღწევისას. ამ პარამეტრების მართვისთვის ხელსაწყო Synchro MAX ზომავს, ითვლის ძაბვებს შორის სხვაობას(%–ში) და ფაზათა გადანაცვლებას. ფაზის მიხედვით სინქრონიზაციის ზუსტი განსაზღვრისთვის Synchro MAX ითვლის ფაზურ კუთხეს, რომელიც განისაზღვრება გადამრთველის ამოქმედების დროით. გარდა ამისა, Synchro MAX არეგულირებს სიხშირის ცვლილების სიჩქარეს (Rate of Change of Frequency - R.O.C.O.F.), თუ ეს სიდიდე ძალიან მაღალია, არ გამოსცემს სინქრონიზაციის სიგნალს.

გაბარიტული ზომები (მმ)

ხელსაწყოს ძირითადი თავისებურებანი

  • მომხმარებლის მიერ ყველა პარამეტრის კონფიგურირების შესაძლებლობა გარე პანელზე ღილაკების მეშვეობით;
  • ციფრული 4–თანრიგიანი ეკრანი და 30 დამატებითი შუქდიოდური ინდიკატორი;
  • გენერატორის გასართებზე ძაბვების და ძაბვების სხვაობების, აგრეთვე დატვირთვისა (ჭეშმარიტი საშუალოკვადრატული მნიშვნელობები) და სიგნალის სიხშირის გაზომვა და ასახვა;
  • ავტოსინქრონიზაცია, კონტაქტორების შერთვის მხოლოდ დროის დადგენის აუცილებლობა;
  • სიხშირის ფართო დიაპაზონი (35…80 ჰც);
  • კვების წყარო 110, 230 ან 400 ვ~;
  • 3 სამუშაო რეჟიმი: ხელით, ავტომატური და ნახევრადავტომატური;
  • ციფრული მომართვა (პოტენციომეტრების გარეშე);
  • დაცვა პაროლის მეშვეობით.

    გასაზომი სიდიდეები
    ფაზა j
    სალტეს ძაბვა VBB
    გენერატორის ძაბვა VGEN
    ძაბვების სხვაობა dV%
    სალტეს სიხშირე Fr.BB
    გენერატორის სიხშირე Fr.GEN
    სიხშირეთა სხვაობა dFr.%
    ხელსაწყოს პარამეტრები
    ზომები 96x96x81,5 მმ
    წონა 350 გ.
    კორპუსის მასალა ხანძარუსაფრთხო პლასტიკი
    კორპუსის ფერი რუხი „ანთრაციტი“
    დაცვის ხარისხი IP 54 (შკვეთით: IP 65)

    ტექნიკური მახასიათებლები

    პარამეტრი აღნიშვნა
    დამხმარე კვება ცვლადი ძაბვა
    სტანდარტული მნიშვნელობები 110, 230, 400 ვ~ (+15/-10%)
    სიხშირეთა დიაპაზონი 35...450 ჰც
    მაქსიმალური მოხმარება 10 ვა
    გასაზომი სქემა
    გაზომვების დიაპაზონი 30...150 ვ, 110...600 ვ
    სიხშირე 35...80 ჰც
    მუდმივი გადატვირთვა 800 ვ
    მოხმარება <500 ვა
    სიზუსტე
    ძაბვა კლასი 1 ±2 თანრიგი.
    სიხშირე ±0,01 ჰც
    ფაზა ±0,5°
    ეკრანი 4 თანრიგი
    ფერი წითელი
    ასახვის ციკლი 2 / წამ
    დამხმარე შუქდიოდები 30
    ექსპლუატაციის პირობები
    შენახვის ტემპერატურა -40°C...+70°C
    მუშაობის ტემპერატურა -10°C...+65°C
    სტანდარტები IEC 1010, IEC 348, IEC 664, IEC 801, EN 50081-1, EN 50082-2
  • პარამეტრები
    ტიპი PID 30..150V
    მწარმოებელი Circutor

    ← უკან