ელექტროტექნიკური ხელსაწყოები


ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 10000
Ultraprobe 10,000 (ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ კონტროლის ულტრაბგერით სისტემას! ამ ინოვაციურ მოწყობილობას გააჩნია სხვადასხვა ფუნქციებისა და მახასიათებლების ფართო სპექტრი, რაც საშუალებას იძლევა გამოკვლევები ჩატარდეს მარტივად და ხარისხიანად!
ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 15000

ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 15000 – ეს არის სრულყოფილი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც ხელისგულზე დაგეტევათ. მართვა სენსორული ეკრანით ერთის მხრივ, მარტივია და მეორეს მხრივ, მრავალფუნქციურია. თქვენ გაოცებული დარჩებით, თუ რამდენი მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია მოწყობილობის დიაგნოსტირება, და დიაგნოსტიკის რამდენი ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია ამ ”სრულყოფილი დიაგნოსტიკური სისტემის” მეშვეობით. თქვენ მხოლოდ შეეხეთ დისპლეიზე განთავსებულ ნიშანს, და თქვენს წინაშე წარსდგება მოწყობილობის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მთელი სამყარო.

ინსპექციური ვიდეოკამერა SeeSnake Micro CA-100

ახალი მცირეგაბარიტიანი და მსუბუქი საინსპექციო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ძნელად მისაღწევი ადგილების დათვალიერება მანძილზე 9 მეტრამდე და სიღრმეზე (წყლის ქვეშ) 3 მეტრამდე.

ინსპექციური ვიდეოკამერა Seesnake Micro Explorer

მცირეგაბარიტიანი და მსუბუქი საინსპექციო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ძნელად მისაღწევი ადგილების დათვალიერება და ჩაწერა 9 მეტრამდე მანძილზე და სიღრმეზე (წყლის ქვეშ) 3 მეტრამდე.

DayCor Superb

UV-კამერა გვირგვინის ვიზუალიზაციისთვის დღის შუქზე. DAYCOR SUPERB წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვების და ელექტრული რკალის აღმოჩენის პროფესიონალურ პორტატიულ მოწყობილობას დღის განათების პირობებში ტექნიკური მომსახურების ხარისხისა და რაციონალიზაციის გასაუმჯობესებლად. DAYCOR SUPERB წარმოადგენს მზის ბისპექტრალურ ბრმა კამერას, რომელიც განკუთვნილია სუსტი UV-გამოსახულებების აღმოსაჩენად დღის საათებში სიგნალ-ფონის მაღალი ფარდობით. ერგონომიური კონსტრუქცია და მძლავრი ოპტიკური სისტემა საშუალებას იძლევა აღმოაჩინოთ გვირგვინოვანი განმუხტვები და ელექტრული რკალი. კამერა მიწოდებულია კომპლექტში ანგარიშების შექმნისა და მონაცემთა ანალიზის პროგრამასთან ერთად.

DayCor Classic

UV-კამერა DayCor Classic წარმოადგენს პროფესიონალურ მოწყობილობას გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის აღმოსაჩენად დღის განათების პირობებში. კამერა იდეალურად მუშაობს მაღალი ძაბვების საკვლევ ლაბორატორიებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, სასწავლო აუდიტორიებში და საწამოო უბნებში. Classic წარმოადგენს მზის ბისპექტრალურ ბრმა კამერას, რომელიც განკუთვნილია სუსტი UV-გამოსახულებების აღმოსაჩენად დღის საათებში სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. მძლავრი ოპტიკური სისტემა და მაკროგადამღები ობიექტივების დამატებითი კომპლექტი საშუალებას გაძლევენ აღმოაჩინოთ გვირგვინოვანი განმუხტვები და რკალი არასტანდარტული სამუშაოების ჩატარებისას.

DayCor Rom

DayCor ROM წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის მაღალმგრძნობიარე აღმოჩენის სისტემას, რომელიც შესრულებულია კარდანის საკიდარში დაყენებული ჰიპროსტაბილიზირებული საკიდი პლატფორმის სახით. ROM-სისტემა სპეციუალურად განკუთვნილია ინსპექციის დაშორებული ობიექტების ხარისხიანი ვიდეოჩაწერის მისაღებად სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. ROM-სისტემის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო და სწრაფი საჰაერო ინსპექცია. პროგრამა, რომელიც მოყვება სისტემას, უზრუნველყოფს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანგარიშების მიღებას.

DayCor Ranger

UV-სისტემა RANGER განკუთვნილია გვირგვინოვანი განმუხტვების და ელექტრული რკალის აღმოსაჩენად ავტომობილური ინსპექციისას. RANGER სისტემა წარმოადგენს მაღალმგრძნობიარე კამერას UV-გამოსხივების აღმოსაჩენად და საბრუნ მოწყობილობას, რომლებიც ყენდება ავტომანქანაზე. სისტემის მართვა ხორციელდება ოპერატორის მიერ ავტომიბილის სალონიდან. RANGER სისტემა უზრუნველყოფს მოხერხებულობას გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების ინსპექციისას, ასრულებს დაშორებული ობიექტების მაღალი გარჩევადობის ვიდეოჩანაწერს სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. RANGER სისტემა უზრუნველყოფს რაციონალურ მიდგომას გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკური მომსახურების მიმართ. პროგრამა, რომელიც მოყვება კომპლექტში RANGER სისტემას, უზრუნველყოფს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანგარიშების მიღებას.

DayCor Rail

UV-სისტემა RAIL წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის საიმედო და მგრძნობიარე აღმოჩენის სისტემას, რომელიც იქნა დამუშავებული სპეციალურად სარკინიგზო ტრანსპორტისთვის. სისტემის ექსპლუატაცია შესაძლებელია არახელსაყრელ პირობებში და დაკომპლექტებულია ამორტიზატორებით. RAIL სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს გვირგვინოვანი მუხტი და ელექტრული რკალი მატარებლის მოძრაობის მაღალ სიჩქარეზე. RAIL სისტემა უზრუნველყოფს ინსპექციის დაშორებული ობიექტების ხარისხიან ვიდეოჩანაწერს სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. RAIL სისტემა მიწოდებულია კომპლექტში ანგარიშების ავტომატიური შექმნის სპეციალურ პროგრამასთან ერთად.

ელექტროენერგიის სტაციონალური ანალიზატორი G4400 BlackBox
ანალიზატორები G4400 შედგება დენისა და ძაბვის შესავალი პირველადი გარდამქმნელებისგან, ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელებისგან, მიკროპროცესორისგან, ელექტრულად პროგრამირებადი დასამუხტი მოწყობილობისგან. მონაცემთა და პროგრამების შენახვა უზრუნველყოფილია ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერებით. ეგმ-თან კავშირი ხორციელდება ციფრული ინტერფეისების მეშვეობით.