ელექტროტექნიკური ხელსაწყოები


ელექტროენერგიის პორტატიული ანალიზატორი G4500 BalckBox

მოწყობილობა Elspec G4500 BLACKBOX Portable, ტალღის ფორმის მუდმივი რეგისტრაციის ჩაყენებული შესაძლებლობით, წარმოადგენს ბაზარზე ელექტროენერგიის ხარისხის ყველაზე წინ წაწეულ ანალიზატორს. იგი დაფუძნებულია იმავე ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, რაც მოწყობილობა BLACKBOX fixed Power Quality Analyzer (PQA). G4500 BLACKBOX მოწყობილობას შეუძლია განსაზღვროს ელექტროენერგიის ხარისხთან დაკავშირებული ყველა შესაძლებელი პრობლემების ძირითადი მიზეზი.

მეგაომმეტრი MD5060e
მეგაომმეტრი MD-5060e - პორტატიული ციფრული, საიმედო მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ტრანსფორმატორების გრაგნილების, ელექტრული მანქანების, კაბელების, საყოფაცხოვრებო მოწყობილობათა და დანადგარების, მანაწილებელი სისტემების და სხვ. იზოლაციის წინაღობის გასაზომად.
დამიწების კონტურის ტესტერი MPC-5/50 GETEST

ირიბი დამიწების იმიტატორი MPC-5/50 GETEST მოდელი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ელექტრო ძაბვის გასაზომად დამიწების წერტილსა (პირდაპირი ძაბვა) და ელეტროენერგიის გამტარ დეტალს შორის (კონტაქტური ძაბვა) როცა ხდება დენის გაპარვა მიწაში. ესპანეთში ამ ზომების შესრულება სავალდებულია ქვესადგურებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში, MIE-RAT-13, BOE 183 of 01/08/94–სთან ერთად.

რელეს შესამოწმებელი სისტემა CR-250

რელეს გამოსაცდელი ხელსაწყო CR-50, CR-100 და CR-250 მოდელები შეიცავენ სპეციალურად შემუშავებულ დენის გენერაციის სისტემებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია შემოწმდეს ავტომატური ამომრთველების და ირიბი დამცავი რელეების დენის/დროის სასხლეტი.

ზეთის ტესტერი OT2-60D

ძალოვანი ტრანსფორმატორების საიზოლაციო ზეთების დიელექტრული გამძლეობის შესამოწმებელი ტესტერი OT2-60D არის ახალ და ძველ ტრანსფორმატორებში, ზეთიანი სადენებში, ავტომატურ ამომრთველებში, კონდენსატორებებში საიზოლაციო ზეთების განმუხტვის ძაბვის გასაზომი ავტომატური ხელსაწყო.

თბოვიზორი Flir i7

FLIR i7 პორტატიული თბოვიზორი წარმოადგენს კომპაქტურ, ჭკვიან და იაფფასიან კამერას, რომელიც განკუთვნილია სამშენებლო ნაგებობათა და ელექტრომოწყობილობის თერმოგრაფიული გამოკვლევისათვის.