ელექტროტექნიკური ხელსაწყოები


თბოვიზორი Flir P640

თბოვიზორი FLIR P640 – პირველი პროფესიული ინფრაწითელი კამერა გადაწყვეტის უნარით 640X480 პიქსელი

კომპანია FLIR წარმოგიდგენთ პირველ პორტატიულ ინფრაწითელ (იწ) კამერას არაგაგრილებადი მიკრობოლომეტრით. წარმოდგენილი ინფრაწითლი კამერა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას გადაწყვეტის უნარით 640X480 პიქსელი.

თბოვიზორი Flir i3

თბოვიზორული კამერა FLIR i3 - განკუთვნილია შენობების და ელექტროობასთან დაკავშირებული გაზომვების ენერგოაუდიტთან. გარდა ამისა, მოცემული მოდელის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ჩაატაროთ საკუთარი ბინის ან ქალაქგარეთ სახლის თბოვიზორული დიაგნოსტიკა სითბოს გაპარვის (სითბოს დანაკაგის) დასადგენად. თქვენ აგრეთვე ადვილად შეძლებთ პლასტიკური ფანჯრების დაყენების და საბურულე სამუშაოების ხარისხის გაკონტროლებას. თბოვიზორი i3 - საუკეთესო და საიმედო დამხმარეა მეურნეობაში.

ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორი AR 6

AR6 არის საუკეთესო ხელსაწყო ელექტროენერგიის ქსელის ხარვეზების ვიზუალიზაციისა და ანალიზისათვის, მიუხედავად იმისა ქსელი სამ-ფაზიანია, თუ ერთ-ფაზიანი. ელექტროენერგიის ხარისხის პორტატიულ ანალიზატორს შეუძლია ერთდროულად გაზომოს გაპარული დენი (საწყისი დენი), სიმძლავრის ხარისხი და დააფიქსიროს გარდამავალი დენი.

ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორი AR 5
ელექტროენერგიის ხარისხის AR.5/AR.5L სერიების პორტატიული ანალიზატორები განკუთვნილია ცვლადი დენის ერთფაზიან, სამ– და ოთხსადენიან სამფაზიან ქსელებში ელექტროენერგიის ხარისხიანი და რაოდენობრივი გაზომვისათვის.
კაბელების იდენტიფიკაციის სისტემა KSG 100

KSG 100 კაბელების იდენტიფიკაციის სისტემა წარმოადგენს რთულ ხელსაწყოს კაბელების კონაში ან ნახვევში ცალძარღვა ან მრავალძარღვა კაბელების იდენტიფიკაციისთვის (ამოცნობისთვის). უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და მომხმარებელზე ორიენტირებული პროგრამული საშუალებები უზრუნველყოფენ უნიკალურ უპირატესობებს ხელსაწყოსთვის KSG 100. მოცემული ხელსაწყო მარტივად გამოიყენება.

ზეთის გამოსაცდელი დანადგარები OTS 60/80/100AF

ელექტროსაზომი ხელსაწყოები 60AF/2, 80AF/2, 100AF/2, VCM100. Megger–ის ზეთის შესამოწმებელი ავტომატიზირებული ხელსაწყოების სერია განკუთვნილია მთლიანად ავტომატიზირებული ტესტირებისთვის და გააჩნია რიგი უპირატესობა. ხელსაწყოს კონსტრუქცია საშუალებას აძლევს ოპერატორს ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოამზადოს ჭურჭელი ზეთისთვის, შეავსოს ის ზეთის სინჯით, მოათავსოს კამერაში და დაიწყოს ტესტირების პროცესი.

KF875, KF-UNI და KF-LAB

KF-LAB აწარმოებს მინარევების ანალიზს ფარდობითი სიმკვრივით 0.6-დან 1.4-მდე, მაგრამ გარდა ამისა მას გააჩნია საიზოლაციო ზეთის ტესტირების ოპტიმიზირებული ფუნქცია, ფარდობითი სიმკვრივით 0.875. ეს იმის მანიშნებელია, რომ წინამდებარე მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ნივთიერებებში წყლის მინარევების რაოდენობის განსასაზღვრად.

ტენშემცველობის საზომი Aquameter KFM 3000
საზომი KFM 3000, რომელიც მუშაობს კარლ ფიშერის ტიტრატორის გამოყენებით, განკუთვნილია საიზოლაციო ზეთებისა და აირების ტენშემცველობის განსასაზღვრად.
გაზავებული აირების გადასატანი ანალიზატორი TransportX
ელექტროენერგეტიკის საწარმოებისათვის ზუსტი ინფორმაცია ძალური ტრანსფორმატორების მდგომარეობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ინფორმაცია საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული კატასტროფული ავარიები და ძვირადღირებული მოწყობილობა გამოყენებული იქნას მაქსიმალური ეფექტურობით. ზეთში გაზავებული აირების ანალიზი (გაა), წარმოადგენს ძალური ტრანსფორმატორების მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და კონტროლის უმეტესად მნივნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული მეთოდებისგან ერთ-ერთს. დღესდღეობით იგი წარმატებით ვრცელდება სხვა ზეთშევსებულ მოწყობილობებზე, კერძოდ, განშტოებების გადამრთველებზე და კონტაქტორებზე.
სინქრონიზაციის რელე გენერატორებისათვის
Synchro MAX განკუთვნილია ელექტროქსელთან გენერატორის ან ორი და მეტი გენერატორის ერთ ქსელში ერთმანეთთან სინქრონიზაციისთვის.
მიკროომმეტრი MH-10
მიკროომმეტრი MH-10 არის პორტატიული ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია მწყვეტარებისა და გადამრთველების კონტაქტების, აგრეთვე სალტეების, ტრანსფორმატორების, ძრავების გრაგნილების და ა.შ. მიკროწინაღობების ზუსტი გაზომვისათვის. მიკრომეტრი MH-10 იმართება მიკროპროცესორით.
თბოვიზორი Flir E30

თბოვიზორი FLIR E30, გასაზომი ტემპერატურების დიაპაზონი: -20–დან +250 °C–მდე, მატრიცა: 160 х 120, მგძნობელობა: 0,1 °C, სიზუსტე ±2 °C , ობიექტივის მხედველობის არე 25°х19°, მინიმალური ფოკუსური მანძილი 0,4 მ, დისპლეის ზომა: 3,5 დიუიმი, ლაზერული მიზანმაჩვენებელი.

თბოვიზორი Flir E40

თბოვიზორი Flir E40 გასაზომი ტემპერატურების დიაპაზონი: -20–დან +650 °C–მდე, მატრიცა: 160 х 120, მგძნობელობა: 0,07 °C, სიზუსტე ±2 °C , ობიექტივის მხედველობის არე 25°х19°, მინიმალური ფოკუსური მანძილი 0,4 მ, დისპლეის ზომა: 3,5 დიუიმი, ლაზერული მიზანმაჩვენებელი, ჩაშენებული კამერა 3 Mpix, ფუნქცია სურათი სურათში, Bluetooth®, WiFi.

თბოვიზორი Flir GasFindIR

ThermaCAM GasFindIR - ინფრაწითელი კამერა გაზის გაპარვის სწრაფად გამოვლენისთვის.

აქროლადი ქიმიური ნაერთების ბევრი სამრეწველო გაზის და ორთქლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამიტომ კომპანიებმა, რომლებიც დასაქმებული არიან ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებით და გადამუშავებით, აუცილებლად უნდა გამოიყენონ შესაბამისი მოწყობილობები ასეთი ნივთიერებების მონიტორინგისა და იდენტიფიცირებისთვის. ინფრაწითელი კამერების წარმოების მსოფლიო ლიდერი კომპანიის Flir Systems ახალი ინფრაწითელი კამერა GasFindIR შესაძლებლობას იძლევა სწრაფად გამოვლინდეს მეთანისა და სხვა აქროლადი ორგანული ნაერთების გაპარვა მაგისტრალური მილსადენებიდან და ნავთობქიმიურ ქარხნებში.

თბოვიზორი Flir E60

თბოვიზორი FLIR E60 გასაზომი ტემპერატურების დიაპაზონი: -20–დან +650 °C–მდე, მატრიცა: 320 х 240, მგძნობელობა: 0,05 °C, სიზუსტე ±2 °C , ობიექტივის მხედველობის არე 25°х19°, მინიმალური ფოკუსური მანძილი 0,4 მ, დისპლეის ზომა: 3,5 დიუიმი, ლაზერული მიზანმაჩვენებელი, ჩაშენებული ფოტოკამერა 3 Mpix, ფუნქცია სურათი სურათში, Bluetooth®, WiFi.

თბოვიზორი Flir ThermaCAM P620

P-სერიის თბოვიზორები წარმოადგენენ ინჟინრების ძალისხმევის, ბაზრის ანალიზისა და კლიენტების მოთხოვნებისადმი ყურადღების შედეგს. დღესდღეობით ბაზარზე არსებული იწ-კამერებიდან, ეს გახლავთ უმეტესად სრულყოფილი და ზუსტი ინფრაწითელი კამერა უამრავი ფუნქციებით, რომლებიც პირველად იქნა გამოყენებული მრეწველობაში. კომპანია FLIR Systems დაკავებულია თბოვიზორების დამუშავებით კომერციული გამოყენებისთვის წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან. ჩვენი თბოვიზორებისა და მათი პროგრამული საშუალებების დაგეგმვა, დამუშავება და წარმოება წარმოებს სტოკჰოლმის (შვეცია) და ბოსტონის (აშშ) ქარხნებში.

თბოვიზორი Flir T425
კომპანია FLIR Systems აწარმოებს ინფრაწითელ კამერებს არაკომერციული გამოყენებისთვის წინა საუკუნის 50-ანი წლებიდან. კამერების დაპროექტება, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და სისტემების წარმოება მთლიანობაში ხორციელდება სტოკჰოლმის ქარხნებში (შვეცია), ბოსტონში და სანტა-ბარბარაში (აშშ). ჩვენს საუნჟინრო პერსონალს მიღებული აქვს ყველაზე მაღალი კვალიფიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მსოფლიოში საუკეთესო იწ-კამერები: დაწყებული დეტექტორების დამუშავებიდან, კამერების ოპტიკიდან, რადიომეტრული აპარატურიდან და აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საშუალებების შექმნით დამთავრებული.
გადასატანი ელექტროტექნიკური ლაბორატორია

მობილური ლაბორატორია МЭК-4 განკუთვნილია სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ყველა ტიპის შესამოწმებლად, აგრეთვე მაღალი ძაბვის ამომრთველების კონტროლისთვის. МЭК-4 სერიის მობილური ელექტროტექნიკური კომპლექსები დაკომპლექტებულია სტაციონარული და გადასატანი ელექტროაღჭურვილობით, რომელიც წარმოებულია კომპანიებში: Megger (ინგლისი), ნპპ დინამიკა (რუსეთი), Fluke (აშშ) და სხვ. ლაბორატორიები დაყოფილია რამოდენიმე ტიპებად, ტექნიკური პერსონალის მიერ შესასრულებელი ამოცანების კომპლექსთან შესაბამისად.

სანადირო ღამის ხედვის ხელსაწყო თბოვიზორი FLIR HS-324

სანადირო ღამის ხედვის ხელსაწყო, თეპლოვიზორი Flir-ს H-სერიას განეკუთვნება პორტატიული დარტყმაგამძლე ინფრაწითელი კამერები (თბოვიზორები). ისინი აყალიბებენ ნებისმიერი ობიექტების მკაფიო ინფრაწითელ გამოსახულებას ღამის საათებში და ცუდი ხილვადობის პირობებში. H-სერიის FLIR თბოვიზორების მეშვეობით უსაფრთხოების უზრუნველყოფის სპეციალისტებს და სამართალწესრიგის დაცვის სამსახურების თანამშრომლებს შეუძლიათ დაინახონ დამრღვევი სრულ სიბნელეშიც კი, ბოლში ან ნისლში, ბარდაში.

ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 9000
Ultraprobe 9000 - ეს არის ტექნიკური დიაგნოსტიკის ციფრული ულტრაბგერითი სისტემა (ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი) მისაღები ინფორმაციის შენახვის ფუნქციებით, უნივერსალური და მარტივი გამოყენებისთვის (ოპერატორების უმრავლესობას სჭირდებათ არანაკლებ 15 წუთისა მასთან მუშაობის შესასწავლად!) სისტემა Ultraprobe დაგეხმარებათ გამოკვლევის პროცესის მნიშვნელოვან დააჩქარებას.
ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 10000
Ultraprobe 10,000 (ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ კონტროლის ულტრაბგერით სისტემას! ამ ინოვაციურ მოწყობილობას გააჩნია სხვადასხვა ფუნქციებისა და მახასიათებლების ფართო სპექტრი, რაც საშუალებას იძლევა გამოკვლევები ჩატარდეს მარტივად და ხარისხიანად!
ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 15000

ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 15000 – ეს არის სრულყოფილი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც ხელისგულზე დაგეტევათ. მართვა სენსორული ეკრანით ერთის მხრივ, მარტივია და მეორეს მხრივ, მრავალფუნქციურია. თქვენ გაოცებული დარჩებით, თუ რამდენი მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია მოწყობილობის დიაგნოსტირება, და დიაგნოსტიკის რამდენი ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია ამ ”სრულყოფილი დიაგნოსტიკური სისტემის” მეშვეობით. თქვენ მხოლოდ შეეხეთ დისპლეიზე განთავსებულ ნიშანს, და თქვენს წინაშე წარსდგება მოწყობილობის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მთელი სამყარო.

ინსპექციური ვიდეოკამერა SeeSnake Micro CA-100

ახალი მცირეგაბარიტიანი და მსუბუქი საინსპექციო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ძნელად მისაღწევი ადგილების დათვალიერება მანძილზე 9 მეტრამდე და სიღრმეზე (წყლის ქვეშ) 3 მეტრამდე.

ინსპექციური ვიდეოკამერა Seesnake Micro Explorer

მცირეგაბარიტიანი და მსუბუქი საინსპექციო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ძნელად მისაღწევი ადგილების დათვალიერება და ჩაწერა 9 მეტრამდე მანძილზე და სიღრმეზე (წყლის ქვეშ) 3 მეტრამდე.

DayCor Superb

UV-კამერა გვირგვინის ვიზუალიზაციისთვის დღის შუქზე. DAYCOR SUPERB წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვების და ელექტრული რკალის აღმოჩენის პროფესიონალურ პორტატიულ მოწყობილობას დღის განათების პირობებში ტექნიკური მომსახურების ხარისხისა და რაციონალიზაციის გასაუმჯობესებლად. DAYCOR SUPERB წარმოადგენს მზის ბისპექტრალურ ბრმა კამერას, რომელიც განკუთვნილია სუსტი UV-გამოსახულებების აღმოსაჩენად დღის საათებში სიგნალ-ფონის მაღალი ფარდობით. ერგონომიური კონსტრუქცია და მძლავრი ოპტიკური სისტემა საშუალებას იძლევა აღმოაჩინოთ გვირგვინოვანი განმუხტვები და ელექტრული რკალი. კამერა მიწოდებულია კომპლექტში ანგარიშების შექმნისა და მონაცემთა ანალიზის პროგრამასთან ერთად.

DayCor Classic

UV-კამერა DayCor Classic წარმოადგენს პროფესიონალურ მოწყობილობას გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის აღმოსაჩენად დღის განათების პირობებში. კამერა იდეალურად მუშაობს მაღალი ძაბვების საკვლევ ლაბორატორიებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, სასწავლო აუდიტორიებში და საწამოო უბნებში. Classic წარმოადგენს მზის ბისპექტრალურ ბრმა კამერას, რომელიც განკუთვნილია სუსტი UV-გამოსახულებების აღმოსაჩენად დღის საათებში სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. მძლავრი ოპტიკური სისტემა და მაკროგადამღები ობიექტივების დამატებითი კომპლექტი საშუალებას გაძლევენ აღმოაჩინოთ გვირგვინოვანი განმუხტვები და რკალი არასტანდარტული სამუშაოების ჩატარებისას.

DayCor Rom

DayCor ROM წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის მაღალმგრძნობიარე აღმოჩენის სისტემას, რომელიც შესრულებულია კარდანის საკიდარში დაყენებული ჰიპროსტაბილიზირებული საკიდი პლატფორმის სახით. ROM-სისტემა სპეციუალურად განკუთვნილია ინსპექციის დაშორებული ობიექტების ხარისხიანი ვიდეოჩაწერის მისაღებად სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. ROM-სისტემის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო და სწრაფი საჰაერო ინსპექცია. პროგრამა, რომელიც მოყვება სისტემას, უზრუნველყოფს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანგარიშების მიღებას.

DayCor Ranger

UV-სისტემა RANGER განკუთვნილია გვირგვინოვანი განმუხტვების და ელექტრული რკალის აღმოსაჩენად ავტომობილური ინსპექციისას. RANGER სისტემა წარმოადგენს მაღალმგრძნობიარე კამერას UV-გამოსხივების აღმოსაჩენად და საბრუნ მოწყობილობას, რომლებიც ყენდება ავტომანქანაზე. სისტემის მართვა ხორციელდება ოპერატორის მიერ ავტომიბილის სალონიდან. RANGER სისტემა უზრუნველყოფს მოხერხებულობას გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების ინსპექციისას, ასრულებს დაშორებული ობიექტების მაღალი გარჩევადობის ვიდეოჩანაწერს სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. RANGER სისტემა უზრუნველყოფს რაციონალურ მიდგომას გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკური მომსახურების მიმართ. პროგრამა, რომელიც მოყვება კომპლექტში RANGER სისტემას, უზრუნველყოფს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანგარიშების მიღებას.

DayCor Rail

UV-სისტემა RAIL წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის საიმედო და მგრძნობიარე აღმოჩენის სისტემას, რომელიც იქნა დამუშავებული სპეციალურად სარკინიგზო ტრანსპორტისთვის. სისტემის ექსპლუატაცია შესაძლებელია არახელსაყრელ პირობებში და დაკომპლექტებულია ამორტიზატორებით. RAIL სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს გვირგვინოვანი მუხტი და ელექტრული რკალი მატარებლის მოძრაობის მაღალ სიჩქარეზე. RAIL სისტემა უზრუნველყოფს ინსპექციის დაშორებული ობიექტების ხარისხიან ვიდეოჩანაწერს სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. RAIL სისტემა მიწოდებულია კომპლექტში ანგარიშების ავტომატიური შექმნის სპეციალურ პროგრამასთან ერთად.

ელექტროენერგიის სტაციონალური ანალიზატორი G4400 BlackBox
ანალიზატორები G4400 შედგება დენისა და ძაბვის შესავალი პირველადი გარდამქმნელებისგან, ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელებისგან, მიკროპროცესორისგან, ელექტრულად პროგრამირებადი დასამუხტი მოწყობილობისგან. მონაცემთა და პროგრამების შენახვა უზრუნველყოფილია ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერებით. ეგმ-თან კავშირი ხორციელდება ციფრული ინტერფეისების მეშვეობით.
ელექტროენერგიის პორტატიული ანალიზატორი G4500 BalckBox

მოწყობილობა Elspec G4500 BLACKBOX Portable, ტალღის ფორმის მუდმივი რეგისტრაციის ჩაყენებული შესაძლებლობით, წარმოადგენს ბაზარზე ელექტროენერგიის ხარისხის ყველაზე წინ წაწეულ ანალიზატორს. იგი დაფუძნებულია იმავე ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, რაც მოწყობილობა BLACKBOX fixed Power Quality Analyzer (PQA). G4500 BLACKBOX მოწყობილობას შეუძლია განსაზღვროს ელექტროენერგიის ხარისხთან დაკავშირებული ყველა შესაძლებელი პრობლემების ძირითადი მიზეზი.

მეგაომმეტრი MD5060e
მეგაომმეტრი MD-5060e - პორტატიული ციფრული, საიმედო მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ტრანსფორმატორების გრაგნილების, ელექტრული მანქანების, კაბელების, საყოფაცხოვრებო მოწყობილობათა და დანადგარების, მანაწილებელი სისტემების და სხვ. იზოლაციის წინაღობის გასაზომად.
დამიწების კონტურის ტესტერი MPC-5/50 GETEST

ირიბი დამიწების იმიტატორი MPC-5/50 GETEST მოდელი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ელექტრო ძაბვის გასაზომად დამიწების წერტილსა (პირდაპირი ძაბვა) და ელეტროენერგიის გამტარ დეტალს შორის (კონტაქტური ძაბვა) როცა ხდება დენის გაპარვა მიწაში. ესპანეთში ამ ზომების შესრულება სავალდებულია ქვესადგურებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში, MIE-RAT-13, BOE 183 of 01/08/94–სთან ერთად.

რელეს შესამოწმებელი სისტემა CR-250

რელეს გამოსაცდელი ხელსაწყო CR-50, CR-100 და CR-250 მოდელები შეიცავენ სპეციალურად შემუშავებულ დენის გენერაციის სისტემებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია შემოწმდეს ავტომატური ამომრთველების და ირიბი დამცავი რელეების დენის/დროის სასხლეტი.

ზეთის ტესტერი OT2-60D

ძალოვანი ტრანსფორმატორების საიზოლაციო ზეთების დიელექტრული გამძლეობის შესამოწმებელი ტესტერი OT2-60D არის ახალ და ძველ ტრანსფორმატორებში, ზეთიანი სადენებში, ავტომატურ ამომრთველებში, კონდენსატორებებში საიზოლაციო ზეთების განმუხტვის ძაბვის გასაზომი ავტომატური ხელსაწყო.

თბოვიზორი Flir i7

FLIR i7 პორტატიული თბოვიზორი წარმოადგენს კომპაქტურ, ჭკვიან და იაფფასიან კამერას, რომელიც განკუთვნილია სამშენებლო ნაგებობათა და ელექტრომოწყობილობის თერმოგრაფიული გამოკვლევისათვის.