ტრანსფორმატორი ТМН-1000

ტრანსფორმატორი ТМН-1000

ტრანსფორმატორი ТМН-1000 ძალური სამფაზიანი ზეთის, ზეთის ბუნებრივი ცირკულაციით, განკუთვნილია 50 ჰც სიხშირის ცვლადი დენის ქსელებში მუშაობისთვის.

ტრანსფორმატორი ТМН-1000 გამოიყენება ელექტროენერგიის გარდასაქმნელად მსხვილ სამრეწველო საწარმოებში, ქსელური კომპანიების გამანაწილებელ ქვესადგურებში, აგრეთვე სხვადასხვა მომხმარებლების კვებისთვის.

ძაბვის რეგულირება ძალურ ტრანსფორმატორში ТМН-1000 — ცხრა საფეხური რეგულირების დიაპაზონით – ნომინალის ±4х2,5%.

ძაბვის რეგულირების ტიპი - რეგულირება დატვირთვის ქვეშ, РПН

ძალურ ტრანსფორმატორებში ТМН-1000 გათვალისწინებულია ძაბვის ავტომატური რეგულირების შესაძლებლობა ქსელიდან მისი გათიშვის გარეშე. ტრანსფორმატორის ТМН-1000 გადართვა სხვა დიაპაზონზე შეიძლება განხორციელდეს როგორც ავტომატურ, ასევე ხელით რეჟიმში.

ტრანსფორმატორი ТМН-1000 იწარმოება ზომიერი კლიმატის რეგიონებისთვის ტემპერატურების სხვაობით -45-დან +40-მდე გრადუსი ცელსიუმი.

ტრანსფორმატორებს აქვს ბტყლად აწყობილი მაგნიტური სისტემა მაღალი ხარისხის ელექტროტექნიკური ფოლადისგან. გრაგნილები ცილინდრული, მრავალფენიანი, შესრულებულია ალუმინის სადენისგან.

ტრანსფორმატორის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები

ტრანსფორმატორი ТМН-1000
ნომინალური სიმძლავრე, კვა
1000
ნომინალური უმაღლესი ძაბვა, კვ
35
ნომინალური უმდაბლესი ძაბვა, კვ
0,4; 0,69 6,3; 11
გრაგნილების სქემა და შეეთების ჯგუფი
Y/YH-0
Y/D-11
უქმე სვლის დანაკარგები, კვტ
2,1
მოკლე ჩართვის დანაკარგები, კვტ
12,2 11,6
უქმე სვლის დენი, %
1,4
მოკლე ჩართვის ძაბვა, %
7,2 6,5

ტრანსფორმატორის ТМН-1000 გაბარიტულ-წონითი მახასიათებლები

ნომინალური სიმძლავრე ზეთის მასა სრული მასა სიგრძე სიგანე სრული სიმაღლე სიმაღლე სახურავამდე
კვა
კგ
კგ
მმ
მმ
მმ
მმ
ТМН-1000
1230
4241
2730
1270
2491
1585

მუშაობის ნორმალური პირობები ხასიათდება შემდეგი მონაცემებით:

  • მუშაობის რეჟიმი - ხანგძლივი;
  • დაყენება - სტაციონარული ღია ჰაერზე ან ვენტილირებად სათავსოებში;
  • დაყენების სიმაღლე ზღვის დონიდან - არაუმეტეს 1000 მეტრისა;
  • კლიმატური შესრულება - У (ზომიერი კლიმატი), გარემოს ტემპერატურა -45 გრადუსიდან ცელსიუმი +40 გრადუსამდე ცელსიუმი, ამასთან დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა – არაუმეტეს 30 გრადუსი ცელსიუმი;
  • ჰაერის ფარდობითი ტენიანობა - 80% ტემპერატურაზე 20 გრადუსი ცელსიუმი;
  • ნომინალური სიხშირე - 50 ჰც. 

ტრანსფორმატორებში ТМН-1000 დაშვებულია სისტემატური და ავარიული გადამეტტვირთვები. დატვირთვებისა და ავარიული გადამეტტვირთვების მნიშვნელობა და ხანგრძლივობა სახსტანდარტის 14209-85 მიხედვით.

პარამეტრები
ზომა (Ш*Г*В) 2 730*1 270*2 491
წონა 4 241
არტიკული ТМН-1000
ტიპი ზეთის
მწარმოებელი ბირობიჯანი

← უკან