ქვესადგური გამავალი ჩიხის ტიპის КТПУ-25-630/10(6)/0,4 У1

ქვესადგური გამავალი ჩიხის ტიპის КТПУ-25-630/10(6)/0,4 У1

კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგური უნიფიცირებული გამავალი (ჩიხის) ტიპის კსქუ 25- 630/10(6)/0,4 У1

კსქუ-25-630/10(6)/0,4 У1 (ჩიხის ტიპის, გამავალი) გარეთ დასაყენებელი სიმძლავრით 25…630 კვა, ძაბვით 10(6)/0,4 კვ, კაბელური ან საჰაერო შემყვანით უმაღლესი ძაბვის (შემდგომში – უმ.ძ.) მხარეს და კაბელური ან საჰაერო გამომყვანით უმდაბლესი ძაბვის (შემდგომში – უმდ.ძ.) მხარეს განკუთვნილია ელექტროენერგიის (სამრეწველო სიხშირის ცვლადი სამფაზიანი დენის)ძაბვით 10 (6) კვ მისაღებად და ძაბვაში 0,4კვ გარდასაქმნელად.

კსქუ გამოიყენება სამრეწველო, სოფლის მეურნეობის, კომუნალური ობიექტების ელექტრომომარაგებისთვის გამანაწილებელი ქსელების წრიულ ან რადიალურ სქემებში.

კსქუ–ს მუშაობის ნორმალური პირობებია:

  • სიმაღლე ზღვის დონიდან – არაუმეტეს 1000 მ;
  • ჰაერის მუშა ტემპერატურის ქვედა მნიშვნელობა – მინუს 40°С;
  • ჰაერის მუშა ტემპერატურის ზედა მნიშვნელობა – პლიუს 40°С;
  • გარემოცვა – არააფეთქებასაფრთხიანი, არ შეიცავს დენგამტარ მტვერს, აგრესიულ მტვერს და ორთქლს მეტალებისა და იზოლაციის დამშლელ კონცენტრაციებში.

ტექნიკური მონაცემები

სიმძლავრე, კვა 25-630
ცვლადი დენის სიხშირე, ჰც 50
ნომინალური ძაბვა უმაღლესი ძაბვის მხარეს, კვ (ВН) 6;10
უმაღლესი სამუშო ძაბვა, კვ 7,2;12
ნომინალური ძაბვა უმდაბლესი ძაბვის მხარეს, კვ (НН) 0,4;0,69
ნაკრები სალტეების ნომინალური დენი, კა შემყვანის მოწყობილობა უმაღლესი ძაბვის მხარეს (ВН) 0,4-0,63
ნაკრები სალტეების ნომინალური დენი, კა შემყვანის მოწყობილობა უდაბლესი ძაბვის მხარეს (НН) 0,4-1,0
 
შემყვანის მოწყობილობა უმაღლესი ძაბვის მხარეს (ВН) 4-8
შემყვანის მოწყობილობა უდაბლესი ძაბვის მხარეს (НН) 0,8-20
ელექტროდინამიური მდგრადობის დენი, კა შემყვანის მოწყობილობა უმაღლესი ძაბვის მხარეს (ВН) 10-20
შემყვანის მოწყობილობა უდაბლესი ძაბვის მხარეს (НН) 1,5-50
კლიმატური შესრულება და განთავსების კატეგორიები У1
გარსის დაცვის ხარისხი IP 43
კსქუ–ს წრედების იზოლაციის წინაღობა
უმ.ძაბვა-1000 (ВН), უდ. ძაბვა-1,0 (НН)
კსქუ–ს ხმის დონე არ აღემატება ძალური ტრანსფორმატორისთვის დადგენილ ნორმას 60
ძალური ტრანსფორმატორების ტიპები შეკვეთით
ტრანსფორმატორის გრაგნილების შეერთების სქემა და ჯგუფები შეკვეთით

 

სიმძლავრე, კვა

ნომინალური დენი, ა ტრანსფორმატორის მასა კგ
ხაზი 1

ხაზი 2

ხაზი 3 ხაზი 4 ხაზი 5 ხაზი 6
25 40 40 - - - - 1250
40 63 63 80 - - - 1310
63 63 63 80 - - - 1410
100 63 63 80 100 - - 1650
160 80 80 100 160 - - 1940
250 100 100 200 200 - - 2230
400 100 100 160 200 400 - 2500
630 100 100 100 160 200 400 3100

სატრანსფორმატორო ქვესადგურს კსქუ აქვს შემდეგი შემადგენელი ნაწილები:

  • მეტალის კარკასი (კიოსკი)
  • კსქუ–ს კარკასი არის მზიდი და უძლებს ხისტ მექანიკურ ზემოქმედებას М1 по ГОСТ 17516.1 ჯგუფის შესრულების მიმართ;
  • მაღალი ძაბვის მოწყობილობა УВН;
  • უმ.ძ.–ს შემყვანზე გათვალისწინებულია შესაძლებლობა РВО (განმმუხტავი მაღალვოლტიანი შემზღუდველი) ან ОПН (გადამეტებული ძაბვის შემზღუდველის) ტიპის (კომპლექტდება შეკვეთით) განმმუხტველების 6-10კვ დასაყენებლად;
  • ძალური ტრანსფორმატორი (ზეთის, მშრალი) აკმაყოფილებს ტრანსფორმატორების კონკრეტული ტიპებისთვის დადგენილ სახ.სტანდარტს 11677, სახ. სტანდარტს 14209, სახ. სტანდარტს 16555, ДСТУ (უკრაინის სახ. სტანდარტს) 2105, და აგრეთვე ტექნიკურ პირობებს;
  • დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობა РУНН (სამამულო ან უცხოური წარმოების ავტომატური გამომრთველები, დამკვეთის სურვილით).

მაღალი ძაბვის, დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის ბლოკები და ტრანსფორმატორი განთავსებულია საერთო სადგარზე, რომელსაც აქვს სამონტაჟე ფუძე ქვესადგურის დასაყენებლად. კონსტრუქციულად მაღალი ძაბვის, დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის ბლოკები და ტრანსფორმატორი წარმოადგენენ კარადებს, მათში მოთავსებული აპარატურით. ქვესადგური მზადდება საჰაერო შემყვანით და უერთდება ქსელს გამთიშის ხგდოგ (ხაზოვანი გარე დაყენების ორსვეტიანი გამთიში) РЛНД (З)-10/400 У1 მეშვეობით, რომელიც მიეწოდება განაცხადის თანახმად და მოთავსდება ეგხ–ის უახლოეს საყრდენზე.

კსქუ–ს ტიპის (ანძური) ქვესადგურზე შესრულებულია შემდეგი ბლოკირებები:

  • გამომრთველის, გამთიშის და ჩამამიწებლის ერთდროულად ჩართული მდგომარეობა;
  • მაღალი ძაბვის მოწყობილობის კარების მდგომარეობა ამომრთველის–გამთიშის ჩართვისას და გამორთვისას.

კსქუ–ს კონსტრუქცია ტრანსფორმატორთან ერთად მისი ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა და ერთი ტრანსფორმატორის მეორეზე თავისუფლად შეცვლას ითვალისწინებს (მზიდი შველერები შესრულებულია კარების ზღურბლის დონეზე, გათვალისწინებულია ტრანსფორმატორის გამოგორება ბორბლებზე). საჰაერო შემყვანის მქონე ქვესადგური უერთდება ქსელს გამთიშის ხგდოგ (ხაზოვანი გარე დაყენების ორსვეტიანი გამთიში) РЛНД (З)-10/400 У1 მეშვეობით, რომელიც მიეწოდება განაცხადის თანახმად და მოთავსდება ეგხ–ის უახლოეს საყრდენზე.

კსქუ მიეწოდება დასრულებული კომპლექსით.

საჰაერო შეყვანისას 10(6)კვ უმ.ძ. კვანძის ნაკვეთურში მოთავსებულია:

ძალური ტრანსფორმატორი, სალტეები და მცველები 10(6)кВ, რომელთა კონტაქტები–დამჭერები დამაგრებულია საყრდენ იზოლატორებზე.

კსქუ–ში 630(1000) უმ.ძ. კვანძში მოთავსებულია: დატვირთვის ავტოგაზის ამომრთველი ჩამამიწებელი დანებით და მცველებით. ძალური ტრანსფორმატორი განცალკევებულია მაღალი ძაბვის მოწყობილობისგან მეტალის ტიხრებით. მაღალი ძაბვის მოწყობილობის მხრიდან არის ორი შემყვანი ტრანსფორმატორის ნაკვეთურში. ტრანსფორმატორის ნაკვეთურს აქვს ორი კარი: გარე კარები მოწყობილობის დასაცავად, შიდა ბადიანი – მოწყობილობის დასათვალიერებლად დატვირთვის მოხსნის გარეშე. კაბელური შემყვანის 10(6)კვ. შემთხვევაში მაღალი ძაბვის მოწყობილობა შედგება ძალური ტრანსფორმატორისგან და კაბელური ნაკვეთურის მოწყობილობის მქონე პანელისგან. პანელზე განთავსებულია მთავარი გამთიში კონტაქტები შტორიან მხარეზე 10(6)კვ. ხილვადი გარღვევის შესაქმნელად, ჩამამიწებელი დანა მცველი სალტეებით, სანათი. დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის (РУНН) ნაკვეთური განცალკევებულია მაღალი ძაბვის მოწყობილობის (УВН) ნაკვეთურისგან ფოლადის ტიხრებით და ქმნის კარადას, რომელშიც დამონტაჟებულია დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის (РУНН) პანელი. კარადას აქვს კარები, რომლის მარჯვენა მხარეს განთავსებულია კაბელური როზეტი. კარადაში გათვალისწინებულია ფანჯარა განათებისთვის და ტრანსფორმატორში ზეთის დონეზე დაკვირვებისთვის.

კიოსკის ტიპის კსქუ–ს ქვესადგურში შესრულებულია შემდეგი ბლოკირებები:

  • გამომრთველის, გამთიშისა და ჩამამიწებლის ერთდროულად ჩართული მდგომარეობა მაღალი ძაბვის მოწყობილობაში (УВН);
  • მაღალი ძაბვის მოწყობილობის (УВН) კარების დახურული და ღია მდგომარეობა ამომრთველის–გამთიშის შესაბამისად ჩართულ და გამორთულ მდგომარეობაში.

კიოსკის ტიპის კსქუ თავსდება სწორ დატკეპნილ მოედანზე, უშუალოდ გრუნტზე ან ნებისმიერი ტიპის ფუნდამენტზე. გრუნტზე დაყენებისას რეკომენდირებულია ღორღიანი საფენის გაკეთება.

გამოკითხვის ფორმა

პარამეტრები
მწარმოებელი უკრაინა

← უკან