ქვესადგური ბეტონის გარსში БКТП–100-1600/10(6)/0,4(0,69) კვ

ქვესადგური ბეტონის გარსში БКТП–100-1600/10(6)/0,4(0,69) კვ

კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები ბეტონის გარსში ბკსქბ – 100-1600 / 10(6) / 0,4 (0,69) კვ

ბლოკის კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები ბეტონის გარსში (ბკსქბ) განკუთვნილია 50ჰც სიხშირის სამფაზიანი დენის ელექტროენერგიის მისაღებად, გარდასაქმნელად და გასანაწილებლად ქსელებში იზოლირებული ნეიტრალით ძაბვის 6(10) კვ. მხარეს და ყრუდ ჩამიწებული ნეიტრალით ძაბვის 0,4 კვ. მხარეს.

ბკსქბ წარმოადგენს კომპლექსურ გადაწყვეტას საცხოვრებელ–კომუნალური, საზოგადოებრივი და სამრეწველო ობიექტების, აგრეთვე საკოტეჯე დასახლებების და სამრეწველო განაშენიანების ელექტრომომარაგებისთვის. სქემების აგების ფართო შესაძლებლობები ქვესადგურების გამოყენების საშუალებას იძლევა საშუალო ძაბვის სხვადასხვა ვარიანტის გამანაწილებელ ქსელებში, კერძოდ, მარყუჟა, არაავტომატიზირებულ და ავტომატიზირებულ მაგისტრალურ ქსელებში გამავალი ან ჩიხის ქვესადგურის სახით, აგრეთვე ბკსქბ–ს მეშვეობით შეიძლება მოხდეს სწრაფად წარმოებადი გამანაწილებელი პუნქტების რეალიზება.

ექსპლუატაციის პირობები:

  • სიმაღლე ზღვის დონიდან – არაუმეტეს 1000 მ.;
  • გარემოს ტემპერატურა – მინუს 60°С–დან პლიუს 40°С–მდე;
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის ზედა მნიშვნელობა – 100% ტემპერატურაზე 25ºС;
  • გარემოცვა – არააფეთქებასაფრთხიანი, ხანძარუსაფრთხო, არ შეიცავს დენგამტარ მტვერს, ქიმიურად არააგრესიული.

ტექნიკური მონაცემები

ნომინალური ძაბვა, კვ
უმ. ძაბვის მხარეს (ВН)
უმდ. ძაბვის მხარეს (НН)

10 (6)
0.4
უმაღლესი სამუშო ძაბვა უმაღლესი ძაბვის მხარეს, კვ. (ВН) 12 (7.2)
ნაკრები სარტყელების ნომინალური დენი, ა
უმ. ძაბვის მხარეს (ВН)
უმდ. ძაბვის მხარეს (НН)

400, 630, 1000, 1250
1600, 6300
მთავარი წრედების ნომინალური დენი, ა
უმ. ძაბვის მხარეს (ВН)
უმდ. ძაბვის მხარეს (НН)

630, 1000,
630, 2000
თერმული მდგრადობის დენი (1წ.), კა
უმ. ძაბვის მხარეს (ВН)
უმდ. ძაბვის მხარეს (НН)

16, 20
16, 20, 75
ელექტროდინამიური მდგრადობის დენი (1წ.), კა
უმ. ძაბვის მხარეს (ВН)
უმდ. ძაბვის მხარეს (НН)

41, 51
35, 40, 200
ნომინალური სიხშირე, ჰც 50
ძალური ტრანსფორმატორის სიმძლავრე, კვა 100, 160, 250, 400, 630, 1000, 1250, 1600
ძალური ტრანსფორმატორების რაოდენობა, ცალი 1, 2 или больше
ბკსქბ დაცვის ხარისხი სახ. სტანდარტით 14254 IP 43
კლიმატური შსრულება და განთავსების კატეგორია სახ. სტანდარტით 15150 У1
ექსპლუატაციის ვადა, წელი 40

ბკსქბ თავსდება ბეტონის გარსში და შეიცავს მომსახურების შიდა დერეფანს, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მოწყობილობასთან რეგლამენტირებული სამუშაოების წარმოების საშუალებას იძლევა.

ქვესადგურები კომპლექტდება როგორც ზეთით შევსებული, ასევე მშრალი ტრანსფორმატორებით სიმძლავრეების დიაპაზონებით 100–დან 1600 კვა–მდე. ასეთი ტიპის ქვესადგურებისთვის ტრადიციულების, უმ.ძაბვის და უმდ. ძაბვის მკვებავი და გამანაწილებელი ხაზების კაბელური შემყვანებისა და გამომყვანების გარდა არსებობს საჰაერო შემყვანისა და გამომყვანის რეალიზების შესაძლებლობა.

ბკსქბ განსხვავებულ თავისებურებას წარმოადგენს მათი მაღალი საქარხნო მზაობა. ქვესადგურები მიეწოდება დაყენების ადგილზე მოდულის ჩარჩოებში მთლიანად დამონტაჟებული მთავარი და დამხმარე წრედებით. ეს საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს მანიპულაციების ვადები და მოცულობა, რომლებიც აუცილებელია ქვესადგურის ექსპლუატაციაში შესაყვანად.

შესარჩევად დამკვეთს წარედგინება ფერთა გადაწყვეტისა და მოპირკეთების შესაძლებლობების ფართო გამა ქვესადგურის მოქნილი არქიტექტორული სახის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სახურავებისა და მათი მოპირკეთების ფართო ასორტიმენტი.

ბკსქბ სტანდარტული შესრულებების გარდა არსებობს ინდივიდუალური პროექტების შემუშავების შესაძლებლობა, რომლებიც განსხვავდება ტიპიურებისგან არატრადიციული ელექტრონული სქემით და არქიტექტურული გადაწყვეტის ნაირფეროვნებით.

გამოკითხვის ფორმა

პარამეტრები
მწარმოებელი უკრაინა

← უკან