ტრანსფორმატორები დენის


ცვლადი დენის სალტური ტრანსფორმატორების ТС (მშრალი ტრანსფორმატორი) კონსტრუქცია გამოირჩევა შემცირებული გაბარიტებით, რაც საშუალებას იძლევა დამონტაჟდეს დენის ტრანსფორმატორები ახლო განლაგებულ სალტეებს შორის. დენის ტრანსფორმატორების შერჩევა ხდება ნომინალური დენის მიხედვით 40–დან 5000 ა.–მდე. დენის სალტურ ტრანსფორმატორებს TС აქვს საპლომბი სახურავები და სამაგრები DIN-ლარტყაზე (მიეწოდება შეკვეთით).
ТСН სერიის დენის ტრანსფორმატორები გამოიყენება ელექტრომრიცხველების მისაერთებლად. დენის ტრანსფორმატორის სიზუსტის კლასი არის 0 5s - 0 2s.
დასაშლელი გულარის მქონე დენის ტრანსფორმატორები გამოიყენება მომუშავე ქსელებზე დასამონტაჟებლად. დასაშლელი დენის ტრანსფორმატორების კონსტრუქცია იძლევა იმის საშუალებას, რომ მონტაჟი განხორციელდეს სალტეების განრთვის გარეშე. გასართი ტრანსფორმატორების ნომინალებია 100 ა-დან 5000 ა-მდე.
ТА - წარმოადგენს მართკუთხა ფანჯრის მქონე ცვლადი დენის ტრანსფორმატორთა სერიას. სერია ТА-210 არის ჩაშენებული სალტით. ТА-სერიის საზომი ტრანსფორმატორების პირველადი დენი 5 – 5000 ამპერამდე. დენის ტრანსფორმატორები DIN ლარტყაზე - სერია TM 45 და TW 25. დენის ტრანსფორმატორები din ТМ 45 პირველადი გრაგნილით ნომინალური სიმძლავრით 5 – 50 ამპერამდე. დენის ტრანსფორმატორი DIN ლარტყაზე - სერია TW 25 პირველადი გრაგნილის გარეშე ნომინალური სიმძლავრით 100 – 500 ამპერამდე.
TI-420, TCB-420, ТС 420, ТС 020-სერიის დენის ტრანსფორმატორები წარმოადგენენ ერთ მოწყობილობაში ჩადგმულ დენის ტრანსფორმატორებს და დენის საზომ გარდამქმნელებს. გამოიყენება გაზომვებისა და ავტომატიკის სისტემებში, რომლებიც მოითხოვენ მუდმივი დენის სტანდარტულ შემავალ სიგნალებს 4...20 mA. გარდამქმნელების კვებისათვის აუცილებელია მუდმივი დენის წყარო 10...28 ვ ან 7,5...36 ვ (TI-420,TP- 420, ТС 420), ან ცვლადი დენის 220...230 ვ (TCM 420, TCB 420), ან დამატებითი კვების გარეშე (ТС 020). მონტაჟის დროს დენის საზომი ტრანსფორმატორები მაგრდება სალტეზე ან ნებისმიერ მზიდ ზედაპირზე.
დენის მაჯამებელი ტრანსფორმატორები
VT-სერიის ძაბვის ტრანსფორმატორები, სიზუსტის კლასი 1, 25 В•A
დენის შუნტები გათვალისწინებულია დენის გასაზომად მუდმივი დენის ხელსაწყოებთან - საისრე, ციფრულ, მარეგისტირებელ ხელსაწყოებთან და ავტომატიკის სისტემებთან ერთად.