ტრანსფორმატორის ზეთების ანალიზი და შეფასება


ზეთის გამოსაცდელი დანადგარები OTS 60/80/100AF

ელექტროსაზომი ხელსაწყოები 60AF/2, 80AF/2, 100AF/2, VCM100. Megger–ის ზეთის შესამოწმებელი ავტომატიზირებული ხელსაწყოების სერია განკუთვნილია მთლიანად ავტომატიზირებული ტესტირებისთვის და გააჩნია რიგი უპირატესობა. ხელსაწყოს კონსტრუქცია საშუალებას აძლევს ოპერატორს ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოამზადოს ჭურჭელი ზეთისთვის, შეავსოს ის ზეთის სინჯით, მოათავსოს კამერაში და დაიწყოს ტესტირების პროცესი.

KF875, KF-UNI და KF-LAB

KF-LAB აწარმოებს მინარევების ანალიზს ფარდობითი სიმკვრივით 0.6-დან 1.4-მდე, მაგრამ გარდა ამისა მას გააჩნია საიზოლაციო ზეთის ტესტირების ოპტიმიზირებული ფუნქცია, ფარდობითი სიმკვრივით 0.875. ეს იმის მანიშნებელია, რომ წინამდებარე მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ნივთიერებებში წყლის მინარევების რაოდენობის განსასაზღვრად.

ტენშემცველობის საზომი Aquameter KFM 3000
საზომი KFM 3000, რომელიც მუშაობს კარლ ფიშერის ტიტრატორის გამოყენებით, განკუთვნილია საიზოლაციო ზეთებისა და აირების ტენშემცველობის განსასაზღვრად.
გაზავებული აირების გადასატანი ანალიზატორი TransportX
ელექტროენერგეტიკის საწარმოებისათვის ზუსტი ინფორმაცია ძალური ტრანსფორმატორების მდგომარეობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ინფორმაცია საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული კატასტროფული ავარიები და ძვირადღირებული მოწყობილობა გამოყენებული იქნას მაქსიმალური ეფექტურობით. ზეთში გაზავებული აირების ანალიზი (გაა), წარმოადგენს ძალური ტრანსფორმატორების მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და კონტროლის უმეტესად მნივნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული მეთოდებისგან ერთ-ერთს. დღესდღეობით იგი წარმატებით ვრცელდება სხვა ზეთშევსებულ მოწყობილობებზე, კერძოდ, განშტოებების გადამრთველებზე და კონტაქტორებზე.
ზეთის ტესტერი OT2-60D

ძალოვანი ტრანსფორმატორების საიზოლაციო ზეთების დიელექტრული გამძლეობის შესამოწმებელი ტესტერი OT2-60D არის ახალ და ძველ ტრანსფორმატორებში, ზეთიანი სადენებში, ავტომატურ ამომრთველებში, კონდენსატორებებში საიზოლაციო ზეთების განმუხტვის ძაბვის გასაზომი ავტომატური ხელსაწყო.