ულტრაიისფერი სხივის კამერები


DayCor Superb

UV-კამერა გვირგვინის ვიზუალიზაციისთვის დღის შუქზე. DAYCOR SUPERB წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვების და ელექტრული რკალის აღმოჩენის პროფესიონალურ პორტატიულ მოწყობილობას დღის განათების პირობებში ტექნიკური მომსახურების ხარისხისა და რაციონალიზაციის გასაუმჯობესებლად. DAYCOR SUPERB წარმოადგენს მზის ბისპექტრალურ ბრმა კამერას, რომელიც განკუთვნილია სუსტი UV-გამოსახულებების აღმოსაჩენად დღის საათებში სიგნალ-ფონის მაღალი ფარდობით. ერგონომიური კონსტრუქცია და მძლავრი ოპტიკური სისტემა საშუალებას იძლევა აღმოაჩინოთ გვირგვინოვანი განმუხტვები და ელექტრული რკალი. კამერა მიწოდებულია კომპლექტში ანგარიშების შექმნისა და მონაცემთა ანალიზის პროგრამასთან ერთად.

DayCor Classic

UV-კამერა DayCor Classic წარმოადგენს პროფესიონალურ მოწყობილობას გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის აღმოსაჩენად დღის განათების პირობებში. კამერა იდეალურად მუშაობს მაღალი ძაბვების საკვლევ ლაბორატორიებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, სასწავლო აუდიტორიებში და საწამოო უბნებში. Classic წარმოადგენს მზის ბისპექტრალურ ბრმა კამერას, რომელიც განკუთვნილია სუსტი UV-გამოსახულებების აღმოსაჩენად დღის საათებში სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. მძლავრი ოპტიკური სისტემა და მაკროგადამღები ობიექტივების დამატებითი კომპლექტი საშუალებას გაძლევენ აღმოაჩინოთ გვირგვინოვანი განმუხტვები და რკალი არასტანდარტული სამუშაოების ჩატარებისას.

DayCor Rom

DayCor ROM წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის მაღალმგრძნობიარე აღმოჩენის სისტემას, რომელიც შესრულებულია კარდანის საკიდარში დაყენებული ჰიპროსტაბილიზირებული საკიდი პლატფორმის სახით. ROM-სისტემა სპეციუალურად განკუთვნილია ინსპექციის დაშორებული ობიექტების ხარისხიანი ვიდეოჩაწერის მისაღებად სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. ROM-სისტემის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო და სწრაფი საჰაერო ინსპექცია. პროგრამა, რომელიც მოყვება სისტემას, უზრუნველყოფს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანგარიშების მიღებას.

DayCor Ranger

UV-სისტემა RANGER განკუთვნილია გვირგვინოვანი განმუხტვების და ელექტრული რკალის აღმოსაჩენად ავტომობილური ინსპექციისას. RANGER სისტემა წარმოადგენს მაღალმგრძნობიარე კამერას UV-გამოსხივების აღმოსაჩენად და საბრუნ მოწყობილობას, რომლებიც ყენდება ავტომანქანაზე. სისტემის მართვა ხორციელდება ოპერატორის მიერ ავტომიბილის სალონიდან. RANGER სისტემა უზრუნველყოფს მოხერხებულობას გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების ინსპექციისას, ასრულებს დაშორებული ობიექტების მაღალი გარჩევადობის ვიდეოჩანაწერს სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. RANGER სისტემა უზრუნველყოფს რაციონალურ მიდგომას გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკური მომსახურების მიმართ. პროგრამა, რომელიც მოყვება კომპლექტში RANGER სისტემას, უზრუნველყოფს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანგარიშების მიღებას.

DayCor Rail

UV-სისტემა RAIL წარმოადგენს გვირგვინოვანი განმუხტვებისა და ელექტრული რკალის საიმედო და მგრძნობიარე აღმოჩენის სისტემას, რომელიც იქნა დამუშავებული სპეციალურად სარკინიგზო ტრანსპორტისთვის. სისტემის ექსპლუატაცია შესაძლებელია არახელსაყრელ პირობებში და დაკომპლექტებულია ამორტიზატორებით. RAIL სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს გვირგვინოვანი მუხტი და ელექტრული რკალი მატარებლის მოძრაობის მაღალ სიჩქარეზე. RAIL სისტემა უზრუნველყოფს ინსპექციის დაშორებული ობიექტების ხარისხიან ვიდეოჩანაწერს სიგნალ/ფონის მაღალი ფარდობით. RAIL სისტემა მიწოდებულია კომპლექტში ანგარიშების ავტომატიური შექმნის სპეციალურ პროგრამასთან ერთად.