ВВГ, ВВГнг ძალური კაბელები სპილენძის ძარღვებით

კაბელები ВВГ, ВВГнг

ძალური კაბელები სპილენძის ძარღვებით, პოლივინილქლორიდის იზოლაციით, ძაბვისათვის 1 კვ (ГОСТ 16442-80, ТУ16.705.426-86)  
გამოყენების დარგი:
კაბელი გამოიყენება სტაციონარულ დანადგარებში ელექტრული ენერგიის გადასაცემად ძაბვისათვის 1 კვ, განკუთვნილია საექსპლუატაციოდ გარემოს ტემპერატურისას მინუს 50°С-დან 50°С-მდე, საკაბელო ნაგებობებში, В-1, В-la ფეთქებადსაშიშ ზონებში, ტექნოლოგიურ ესტაკადებში გასაყვანად.

ტექნიკური მახასიათებლები:
კაბელები შეესაბამება VDE 0271, МЭК 60502-1 მექანიკური და ელექტრული გამოცდების მოთხოვნებს.

ВВГнг მარკის კაბელები შეესაბამება МЭК 60332-3 კონებში კაბელების წვის გაუვრცელებლობის მოთხოვნებს.

ხანგრძლივად დასაშვები ელ. დენის დატვირთვები VDE 0271-ში მითითებულების დონეზეა.
საცდელი ძაბვა 3,5 კვ.
ძარღვების ხანგრძლივად დასაშვები გახურების ტემპერატურა 70°С.

შესაძლებელია კაბელების დამზადება ძაბვისათვის 3 და 6 კვ, მათ შორის ატომური ელექტროსადგურებისათვის.

ძალური კაბელები მიწოდებულია 12-22 ტიპის დოლებზე.  

პარამეტრები
მწარმოებელი უკრაინა

← უკან