ПвВГ, ПвВГнг ძალური კაბელები სპილენძის ძარღვებით

კაბელები ПвВГ, ПвВГнг

ძალური კაბელები სპილენძის ძარღვებით, ვულკანიზირებული პოლიეთილენის იზოლაციით, ძაბვისათვის 1 კვ (ГОСТ 16442-80, ТУ16.К71-277-98)  
გამოყენების დარგი:
კაბელები გამოიყენება სტაციონარულ დანადგარებში ელექტრული ენერგიის გადასაცემად ძაბვისათვის 1 კვ და განკუთვნილია საექსპლუატაციოდ გარემოს ტემპერატურისას მინუს 50°С-დან 50°С-მდე.

ტექნიკური მახასიათებლები:
კაბელები შეესაბამება VDE 0271, МЭК 60502-1 მექანიკური და ელექტრული გამოცდების მოთხოვნებს.

ПвВГнг მარკის კაბელები შეესაბამება МЭК 60332-3 კონებში კაბელების წვის გაუვრცელებლობის მოთხოვნებს.
საცდელი ცვლადი ძაბვა 3,5 კვ.
ძარღვების ხანგრძლივად დასაშვები გახურების ტემპერატურა 90°С.
მაქსიმალურად დასაშვები ტემპერატურა მოკლე ჩართვის დენისას 250°С.

ძალური კაბელები მიწოდებულია 12-22 ტიპის დოლებზე.  

პარამეტრები
მწარმოებელი უკრაინა

← უკან