ტრანსფორმატორი ТМГ-400

ტრანსფორმატორი ТМГ-400

ტრანსფორმატორი ТМГ-400 ზეთის სამფაზიანი ტრანსფორმატორი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის გარდასაქმნელად ენერგოსისტემებისა და ელექტროენერგიის მომხმარებლების ქსელებში გარე ან შიდა დაყენებისას ზომიერი (პლიუს 40-დან მინუს 45С-მდე) ან ცივი (პლიუს 40-დან მინუს 60С-მდე) ჰავის პირობებში. გარემო არ არის აფეთქებასაფრთხიანი, არ შეიცავს მტვერს კონცენტრაციებში, რომლებიც ამცირებენ ნაწარმის პარამეტრებს დაუშვებელ საზღვრებში.

ტრანსფორმატორი ТМГ-400 არ არის განკუთვნილი მუშაობისთვის რყევის, ვიბრაციის, დარტყმების პირობებში, აგრეთვე ქიმიურად აქტიურ გარემოში. დაყენების სიმაღლე - ზღვის დონიდან არაუმეტეს 1000 მ.

ნომინალური სიხშირე - 50ჰც. ძაბვის რეგულირება ხორციელდება დიაპაზონში ±5% -მდე მთლიანად გამორთულ ტრანსფორმატორზე (ПБВ) გრაგნილის ВН განშტოებების გადართვით 2,5% საფეხურებით. ტრანსფორმატორი ТМГ-400 - ჰერმეტიული შესრულების არის, ზეთგამფართოებლის გარეშე. ზეთის მოცულობის ტემპერატურული ცვლილებები კომპენსირდება ბაკის გოფრების მოცულობის ცვლილებით მათი პლასტიური გეფორმაციის ხარჯზე.

ზეთის დონის კონტროლისთვის ტრანსფორმატორი ТМГ-400 აღჭურვილია ტივტივა ტიპის ზეთის მაჩვენებლით. ბაკში დაშვებულის ზემოთ ჭარბი წნევის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ტრანსფორმატორში სიმძლავრით 16-დან 63 კვა-მდე ყენდება დამცავი კლაპანი. ბაკში შიდა წნევის კონტროლისთვის და სიგნალიზაციისთვის სათავსოში განთავსებად 100 კვა და მეტი სიმძლავრის ტრანსფორმატორებში წნევის დასაშვები სიდიდის გადაჭრბების შემთხვევაში, გაითვალისწინება მომხმარებლის დაკვეთით ელექტროკონტაქტური მანოვაკუუმმეტრის დაყენება. ზეთის ზედა ფენების ტემპერატურის გასაზომად ტრანსფორმატორების სახურავზე გათვალისწინებულია მასრა თხევადი მინის თერმომეტრის დასაყენებლად. ზეთის ზედა ფენების ტემპერატურის გაზომვისა და გარე ელექტრონული წრედის მართვისთვის 1000 და 1250 კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორები, რომლებიც განკუთვნილია სათავსოში ან ფარდულის ქვეშ ექსპლუატაციისთვის, მომხმარებლის დაკვეთით კომპლექტდება მანომეტრიული სასიგნალოთი.

ტრანსფორმატორის ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლები

ტიპი ТМГ-400/10 У1 (ХЛ1) ТМГ-400/15 У1 ТМГ-400/35 У1
ნომინალური სიმძლავრე, კვა
400
400
400
ნომინალური უმაღლესი ძაბვა, კვ
6; 10
8, 15
15
27,5
35
ნომინალური უდაბლესი ძაბვა, კვ
0,4
0,38
0,40
0,40
გრაგნილების შეერთებების სქემა და ჯგუფი
Y/YH- 0; D/YH- 11
YH/Y- 11
Y/YH- 0; D/YH- 11
Y/YH- 0
Y/YH- 0
უქმი სვლის დანაკარგები, კვტ
830
830
950
მოკლე ჩართვის დანაკარგები, კვტ
5400; 5600 5400
5800
5500
მოკლე ჩართვის ძაბვა. %
4,5
4,5
6,5

 

ტრანსფორმატორები სიმძლავრით 630 კვა და მეტი კომპლექტდება სატრანსპორტო გორგოლაჭებით ტრანსფორმატორების გადასაადგილებლად გრძივი და განივი მიმართულებებით. 10 და 15 კვ ძაბვის კლასის ტრანსფორმატორები სიმძლავრით 160–დან 400 კვა–მდე კომპლექტდება სატრანსპორტო გორგოლაჭებით მომხმარებლის დაკვეთით.

ТМГ-400-ის გაბარიტულ-წონითი მახასიათებლები

ზომა/ტიპი ТМГ-400/10 У1 (ХЛ1) ТМГ-400/15 У1 ТМГ-400/35 У1
L
1300
1300
1650
B
860
860
1000
H
1350
1410
1950
H1
1085
1085
1435
A
660
660
660
A1
660
660
660
A2
265
270
430
A3
150
110
100
A4
150
110
150
b
140
140
190
b1
105
105
160
წონა (ზეთი), კგ.
350
350
730
წონა (სავსე), კგ.
1360
1360
2190

მომხმარებლის დაკვეთით სატრანსპორტო გორგოლაჭების დაყენებისას H და H1 ზომები იზრდება 94 მმ.-ით 10 და 15 კვ ძაბვის კლასის 160-დან 400 კვა-მდე სიმძლავრის ტრანსფორმატორებში 25მმ.-ით ტრანსფორმატორებში სიმძლავრით 630 კვა.

პარამეტრები
ზომა (Ш*Г*В) 1300*860*1350
წონა 1 360
არტიკული ТМГ-400
ტიპი ზეთის
მწარმოებელი ბელორუსია

← უკან