მოძრავი საავტომობილო გაზის გასამართი სადგური (მსგგს)

მოძრავი საავტომობილო გაზის გასამართი სადგური განკუთვნილია შეკუმშული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის და შესანახად ავტოსატრაქტორო ტექნიკის უკომპრესორო გამართვის, აირის შესანახ სტაციონარულ აირის სადგურებში გადატუმბვის და საყოფაცხოვრებო მომხმარებლების აირით მომარაგების მიზნით. მსგგს წარმოადგენს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის შემადგენლობაშიც შედის ჭურჭლის ბლოკი, მართვის ბლოკები, აირის არმატურა, მილსადენები, გასამართი საგუშაგოები. მსგგს მზადდება ორღერძიანი ან სამღერძიანი ნახევრადმისაბმელის ბაზაზე.

მოძრავი საავტომობილო გაზის გასამართი სადგური

მცირეგაბარიტიანი მობილური აირგასამართი საშუალებები (მმა)

მმა - მცირეგაბარიტიანი მობილური არგასამართი საშუალებები წარმოადგენენ აუმბ (აირით უზრუნველყოფის ბალონური მოდულები) ნაირსახეობას და გამოიყენება მცირე ავტომეურნეობების ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად ან ინდივიდუალური შენობების და სხვა მომხმარებლების გასათბობად, ასევე მმა წარმოადგენენ მსაგს-ის (მოძრავი საავტომობილო აირგასამართი საშუალება) შემადგენელ ნაწილს.

ააბ - აირის აკუმულატორების ბლოკები

ააბ გამოიყენება რესივერების სახით საავტომობილო აირგასამართ კომპრესორულ სადგურებზე (საგკს) და სხვა სტაციონარულ ტექნოლოგიურ სისტემებზე, რომლებიც იყენებენ ტექნიკურ აირებს.

პროდუქციის გამოყენების დარგი

მოძრავი გაზის გასამართი სადგური

კომპანია გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს საავტომობილო ტრანსპორტის გაზზე გადაყვანასთან დაკავშირებით, რომლებიც, თავის მხრივ, საშუალებას გაძლევენ შეამციროთ საწვავის დანახარჯები და მიიღოთ მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი. კომპლექსური გადაწყვეტილებები აქტუალური იქნება შემდეგი სახის მომხმარებლებისთვის:

  • მსხვილი მუნიციპალური მეურნეობები;
  • სამრეწველო საწარმოები, რომლებსაც გააჩნიათ ტექნოლოგიური და სპეციალიზირებული ტრანსპორტის დიდი საავტომობილო პარკი (კარიერული თვითსაცლელები-გაზოდიზელის კვების სისტემაზე გადაყვანა);
  • სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან მგზავრების გადაყვანით და ტვირთების გადაზიდვით;

შემდგომში იგეგმება მსაგს-ის ამგვარი სახეობის დამზადება:

2210 ლიტრის მოცულობის ახალი ბალონის WGS559-2210-251 და პნევმოსაკიდარზე არსებული სამღერძიანი ნახევრადმისაბმელი-პლატფორმის ბაზაზე, რაც საშუალებას გაძლევთ გადაზიდოთ 2000-5000 მ3 ბუნებრივი აირი 250 კგძ/სმ2 წნევის ქვეშ და განახორციელოთ რეალიზაცია გასაყიდი აირის კომერციული აღრიცხვით.

ფასი მოცემული სახის პროდუქციაზე განისაზღვრება ინდივიდუალური წესით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მოთხოვნები ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: atg@atg.ge

ან ონლაინ ფორმით ჩვენს საიტზე

პარამეტრები
არტიკული მსგგს
ტიპი გაზის გასამართი სადგური
მწარმოებელი უკრაინა

← უკან